ახლა ოსიმენი, გაისად კვარაცხელია - დე ლაურენტისი პარიზში მოსალაპარაკებლად მიდის

AutoSharing Option
„ნაპოლისთან“ დაახლოებული ჟურნალისტი კარლო ალვინო, რომელიც როგორც წესი კლუბის პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის პოზიციას ახმოვანებს, იტყობინება, რომ ახალ მწვრთნელს ანტონიო კონტეს ხვიჩა კვარაცხელიას გასხვისების გაგონებაც არ უნდა.

იმის გამო, რომ დე ლაურენტისმა მართვის სადავეები სრულად თავის ხელში აიღო, განახორციელა გაუმართლებელი საკარდო პოლიტიკა, სკუდეტოს მომპოვებელი გუნდი სერია A-ში მეათე ადგილზე გავიდა, ევროტურნირების გარეშე დარჩა და ურთულეს ფინანსურ სიტუაციაში აღმოჩნდა. თან ვიქტორ ოსიმენს ხელფასი 10 მილიონ ევრომდე მოუმატა და მისი 130 მილიონად გამოსყიდვა „ალ ნასრის“ გარდა არავის არ სურს, ნიგერიელი კი საუდის
არაბეთში გადაბარგების წინააღმდეგია. ამ დროს აურელიო ანტონიოს ტრანსფერების განხორციელებას დაჰპირდა და ეს კიდევ ცალკე დიდ თანხებს საჭიროებს.

Il Mattino-ს ცნობით, „ნაპოლის“ მფლობელმა გამოსავალის ძებნისას გეგმა მოიფიქრა: პარიზში გაფრინდება და „პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტ ნასერ ელ ხელაიფის ოსიმენის 120 მილიონად გამოსყიდვას იმ დათქმით შესთავაზებს, რომ მომავალი წლის ზაფხულში კვარაცხელიას მიჰყიდის, ოღონდ იმ პირობით, რომ ქართველის თაობაზე რაიმე ფანტასტიკური წინადადებით არ მიმართოს, რაც მის ნეაპოლში დარჩენას ხელს შეუშლის. ერთი სიტყვით, ვაჭრობა დაიწყება და ხვიჩას ტრანსფერის დაპირებით შეეცდება ვიქტორი შეაძენინოს. დათანხმდება ამაზე ელ ხელაიფი? ვნახოთ...

მკითხველის კომენტარები / 19 /
არ დაალაგეს გეგმები?! ხვიჩას არაფერს არ ეკითხებით, არა? წატით თქვენი... კვარა გადავა პსჟ-ში.
ერთი ამათ უყურეთ
10 ივნისი 2024 18:04
2
აუ რა დონე ხარ რა. არ იცი რომ ამ ეტაპზე ხვიჩას არავინ ეკითხება? კონტრაქტი გაგიგია საერთოდ? თავისუფალი აგენტი გგონია თუ თავს ისულელებ?
დავით
11 ივნისი 2024 07:33
0
პსჟს ოსიმენი არ ჭირდება მგონია ,უფრო ფლანგელი ჭირდება და ეს ხვიჩაა
ტატო
10 ივნისი 2024 15:16
0
კვარა პსჟ_ში. იმედია პსჟ არასოდეს გახდება მსაჯებით შექმნილი და წარმატებული გუნდი.
ika
10 ივნისი 2024 09:54
0
პსჟ-ს ცენტრალური თავდამსხმელი დიდად არ უჭირს, რამოსიც ჰყავთ და კოლო მუანიც, ოსიმენი ამათ დიდად ვერ ჯობია რომ 130 მილინი გადაიხადონ, პსჟ-ს უფრო უჭირს ფლანგზე სადაც მბაპე თამაშობდა, ბარკოლა კი ჰყავთ მაგრამ იდი ვერაფერია,სწორედ ამიტომ გადაერთვნენ ხვიჩაზე
მამუკა
10 ივნისი 2024 05:42
0
ფეხბურთი საშინელი საყურებელი მას მერე გახდა რას ეს ორი მონსტრი გამოჩნდა, ფეხბურთმა სილამაზე დაკარგა მაგათი უაზრო რეკორდომანიის გამო, ადრე მარადონა, პლატინი, ზიზუ, ბაჯო, დელპიერო, ნაზარიო, რივალდო, რონალდინიო და ასე შემდეგ ფეხბურთისგან თავადაც სიამოვნებას იღებდნენ და ჩვენ გვასიამოვნებდნენ და არავინ ითვლიდა მაგათ სტატისტიკებს, მოეთრა ეს ორი და ყველაფერი გახდა ეთფეროვანი მხოლოდ სტატისტიკა და მორჩა, თან იმასაც ვერ ხვდებიან რომ უნდა წავიდნენ უკვე, იმედია ვინი, ჯუდი, კვარა, ვალვერდე და ა.შ დააბრუნებენ ძველ ესტეთიკას.
მიუკერძოებელის
09 ივნისი 2024 21:26
10
ორ მოთრეულში ვის გულისხმობ?
სოსო
10 ივნისი 2024 21:30
0
ფეხბურთი როგორი საყურებელია როცა აშკარა მსაჯების მოსყიდვით რომლზეც მთელი მსოფლიო ლაპარაკობს რეალი ლიგას ლიგაზე იგებს? პსჟ არასოდეს მოიაყიდის იმედია არავის.
123
10 ივნისი 2024 09:53
1
სისულელეა მაგ ჟურნალისტის მონაჩმახი. ლავრენტა რახან მიდის პარიზში ხვიჩაზე იქნება ლაპარაკი. არაბებს ბევრი ფული იმიტომ აქვთ რომ იდიოტები არ არიან. ოსიმენზე რახან ხმა არ ამოუღიათ ეს ნიშნავს აღარც აინტერესებთ. ვიქტორა დიდი ხანია ევროპაშია და პსჟ-ში ვინ ყავთ მრჩეველი მან კარგად იცის ოსიმენის შესაძლებლობა. ხვიჩას შესაძლებლობა კი გაცილებით მეტია აქვს და ამას ხედავს ყველა, არა მარტო ენრიკე, რომელსაც ძალიან უნდა კვარა.
G.LA
09 ივნისი 2024 21:15
6
შენს პირს შაქარი, იქნებ გაასწროს ნაპოლიდან.
გია
10 ივნისი 2024 01:56
1
კი მაგრამ,თუ მოლაპარაკება წავა ხვიჩას არ უნდა შეეკითხონ?მოუნდება ხვიჩას მომავალ წელს პსჟ?იქნებ უფრო დიდმა გრანდმა მოინდომოს ყიდვა,მაშინ როგორ?ხვიჩა წყვიტავს თავის მომავალს თუ ესენი?
მირო
09 ივნისი 2024 20:12
3
ეჰ რა დრო იყო მესი და რონალდო ფეიერვერკებს აწყობდნენ ევროპაში, ახლა უნდა ვუყუროთ ოსიმენის და ხვიჩას ფაფხურს. ესენი რო სუპერსტარები იქნებიან, ხო აზრზე ხართ რა დღეშია თანამედროვე ფეხბურთი ევროპაში.
მიუკერძოებელი
09 ივნისი 2024 19:20
111
პადდერჟკა რომ არ მოგცათ კვარამ,ეხლა გინდათ დაამციროთ.ქვეყანას რომ ასახელებს,ეს არაფერი ხომ?მხოლოდ ერის მტერს შეუძლია ასეთის დაწერა,დაუძინებელს.
მირო
09 ივნისი 2024 22:32
2
ფეხბურთს ახმავლობა რო ქონდეს რეალი მაშინ ლიგას ვერ იგებს. როცა დეგრადაციას განიცდის მაშინ იგებენ. ეს ყველა 15 ლიგაზე ეგრეა
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
09 ივნისი 2024 20:40
23
ყველა გამოხმაურება
გამოდის, რომ ოსიმენი დღევანდელი კვერცხია და კვარაცხელია ხვალინდელი ქათამი?!... კარგად კი მოუფიქრებია ბებერ გაიძვერას, მაგრამ თუ ფრანგებმა იეჭვეს, რომ კვერცხი ლაყეა და ქათმის ნაცვლად კარგი დეზებიანი მამლის ხელში ჩაგდების შანსი აქვთ, ახალი მამაძაღლობის მოფიქრება მოუწევს ლაურას, რადგან თუ ოსიმენი სასწრაფოდ არ გაასაღა, მთელი სატრანსფერო პოლიტიკა თავდაყირა უდგება და შეიძლება, კონტეც გაექცეს... ეჰ, ხათრიან კაცს რა ვუთხარი, თორემ ახლა ზუსტად ის დროა, იმ ორწლიანი წუწურაქობისთვის ერთიანად მოეთხოვოს პასუხი, მაგრამ ხვიჩა მაგას არ იზამს, - ხვიჩასთვის ჯერ ფეხბურთი და კაცობაა და მერე ყველაფერი დანარჩენი და ეგრეც უნდა იყოს...
დდდ
09 ივნისი 2024 19:19
3
გამოდის ოსიმუნდი ხურდაშია, უფრო სწორად მის შეტენვას ცდილობს გუნდი
ორდე
09 ივნისი 2024 19:11
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული