კონტე გერმანიაში მიფრინავს - ვიზიტი კვარაცხელიასთან და დასწრება საქართველოს ნაკრების მატჩზე?

AutoSharing Option
La Gazzetta dello Sport წერს, რომ "ნაპოლის" ახალი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე მალე გერმანიაში გაფრინდება, სადაც ევროპის ჩემპიონატია რამდენიმე მატჩს დაესწრება.

წყაროს ცნობით, "პარტენოპეის" დამრიგებელმა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს ვეტო საბოლოოდ დაადო და ჩვენებური სამომავლოდ გუნდის ლიდერად ესახება.

მისი გერმანიაში ვიზიტის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ხვიჩასთან შეხვედრა იქნება. კონტეს უნდა, რომ ქართველს განუმარტოს თუ რას აპირებს მასთან დაკავშირებით, რა გეგმები აქვს და ამ ყველაფერზე პირადად გაესაუბროს. შესაბამისად, ანტონიო შეიძლება საქართველოს ნაკრების მატჩსაც
დაესწროს.

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის გუნდი F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთთან და პორტუგალიასთან ერთად იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ახლა კონტესთან საუბარი არ შეიძლება.ხვიჩა ამჟამად კონცენტრირებულია ნაკრებზე და 15 ივლისის შემდეგ ესაუბროს რამდენიც უნდა
ვასიკო
20:46 09-06-2024
2
ხვიჩა, კონტეს რომ ენდო და დათანხმდე ხელშეკრულების გაგრძელებას, ლაურენტისი ორივეს მაინც გადაგაგდებთ და სჯობია, წახვიდე, არ გააგრძელო.
გია
17:07 09-06-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული