"მინდა, ჩემს მომავალზე პატარა კომენტარი გავაკეთო - მიქაუტაძე "მონაკოსთან" დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე L'equipe-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

ცნობილმა ფრანგულმა გამოცემამ გუშინ გაავრცელა ცნობა, რომ მიქაუტაძე "მონაკოს" მალე შეუერთებოდა.

ქართველმა ფეხბურთელმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

"მინდა, პატარა კომენტარი გავაკეთო ჩემს მომავალზე. არ მითქვამს პასუხი არცერთი გუნდისთვის. როცა გადაწყვეტილებას მივიღებ, სიამოვნებით ვიტყვი", - დაწერა მიქაუტაძემ საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე".

შეგახსენებთ, მიქაუტაძის დამატებით "მონაკო", "ლიონი" და "რენი" ინტერესდებიან.

altl'equipe: გადაწყდა - მიქაუტაძეს "მონაკო" შეიძენს

alt"შემდეგ სეზონშიც ლიგა 1-ში ვითამაშებ" - მიქაუტაძემ საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა

altმიქაუტაძე ნაკრებს შეუერთდა - სანიოლის გუნდი სრულად შეიკრა

მკითხველის კომენტარები / 6 /
ზედმეტი ფიქრიც არ ვარგა თუ ძმა ხარ.დდდ
ეეე
12 ივნისი 2024 16:02
13
ჟორჟ,შენც პოზაში არ დადგე ეხლა და რამე კარგი ვარიანტი არ გაუშვა ხელიდან.ისე,არ გირჩევ იქ გადასვლას,სადაც თავდამსხმელების დიდი კონკურენცია იქნება.შენს სტილს რომ შეესაბამება ისეთი გუნდი გაწყობს შენ და არა აიაქსისნაირი ფეხბურთი.
მირო
12 ივნისი 2024 13:57
2
ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ ჩვენს ბიჭებზე მოთხოვნა ერთიათად გაიზრდება და სწორია რომ არ ჩქარობს მიქაუტაძე.
წარმატებები ჩვენს ბიჭებს, ნებისმიერ მეტოქესათან შეუძლიათ თამაში!
სააკაძე
12 ივნისი 2024 12:19
1
კარგი რაა ჟორჟიკ შენ რა იცი სად ითამაშებ, აქ ამ საიტზე სასტავმა ყველაფერი იცის დო კოპეიკა-რამდენად გადახვედი მონაკოში,ხელფასი რამდენი გექნება და სხვა კონტრაქტის წვრიმალი დეტალებიც კი.
Jora-giorgi
12 ივნისი 2024 10:57
3
მომეწონა
უშანგი
12 ივნისი 2024 12:56
3
არ იჩქარო, ჟორჟ. ძირითადში გარანტია და ლიგაზე თამაში.
გიო
12 ივნისი 2024 10:55
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული