"თუ კონტე "კვარას" ასე გამოყენებას აპირებს, ქართველი "ნაპოლიდან" უნდა წავიდეს" - იტალიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ხვიჩაზე ისაუბრა

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა და 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ფრანჩესკო გრაციანიმ Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა.

გრაციანიმ განიხილა ის შესაძლო ტაქტიკა, რომელსაც "პარტენოპეის" ახალი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე, დიდი ალბათობით, გამოიყენებს.

"როგორც წესი, კონტე ხშირად 3-5-2 ტაქტიკას იყენებს ხოლმე. თუ ეს ასე ამჯერადაც მოხდება, ყველანაირ ლოგიკას გასცდება. რა მოხდება 3-4-2-1 ტაქტიკის შემთხვევაში? ის ხვიჩას გააფუჭებს. "კვარა" ნახევარდაცვაში ვერ ითამაშებს, რადგან გარემარბია და გუნდიდან უნდა წავიდეს.

ზოგჯერ ფეხბურთელს თავისუფლება უნდა მისცე, რომ ლაღად ითამაშოს და თავისი საუკეთესო უნარ-ჩვევები გამოავლინოს.
თუ კონტე 3-4-3-ს გამოიყენებს, დარწმუნებული ვარ, კვარაცხელია საოცრად ათამაშდება. ანტონიო მას ძველებურად თამაშის სურვილსა და მოტივაციას დაუბრუნებს.

კონტემ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ თუ კიეზას "იუვენტუსიდან" გაიფორმებს, ის და ხვიჩა მოედნის ცენტრში არ შემოწიოს, რადგან თუ მათ მსგავს ფეხბურთელებს ცენტრში თამაშს დაავალებ, უბრალოდ გააფუჭებ. 

ალეგრის კიეზასთან დაკავშირებით ჩემთვის რომ მოესმინა, ფედერიკოს ტურინული კარიერა კრახით არ დასრულდებოდა. 

როდესაც ანტონიო საწვრთნელ ბაზაზე ვნახე, დავუყვირე, რომ ხვიჩასთვის ხელი არ ეხლო. ქართველი ძალიან ჭკვიანი ბიჭია, დარწმუნებული ვარ, კონტე მისგან ბევრ საინტერესო დეტალს აღმოაჩენს.

ვიცი, რომ "ნაპოლის" ახალ მწვრთნელს დიდი მხარდაჭერა აქვს. ახლა მთავარია, დე ლაურენტისი მის საქმეში არ ჩაერიოს და მხოლოდ პრეზიდენტის მოვალეობები შეასრულოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაახლოებით თვე-ნახევარში ის და კონტე იჩხუბებენ. თუ ანტონიოსთან თანამშრომლობა გსურს, მას გარკვეული უფლებები უნდა მიანიჭო", - განაცხადა გრაციანიმ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ La Gazzetta dello Sport-მა დაწერა, რომ კონტე კვარაცხელიას ესაუბრა და ქართველი "ნაპოლიში" დარჩენაში დაარწმუნა.

alt"ტყუპისცალები" - კვარაცხელიამ საქართველო მსოფლიოს საფეხბურთო რუკაზე გამოაჩინა, მიქაუტაძეს ამ საქმის დაგვირგვინება სურს" - იტალიური მედია

altკვარაცხელია რონალდოს წინააღმდეგ - ოცნება, რომელიც ხდება და ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის საინტერესო მატჩი...

alt"მოურინიოს ხვიჩასთან კონფლიქტზე ვკითხე... მიპასუხა, კვარაცხელიას ეს ვუთხარიო..." - შოთა არველაძემ "რომასა" და "ნაპოლის" მატჩში მომხდარ ეპიზოდზე პორტუგალიელი მწვრთნელის ნათქვამი მოჰყვა


მკითხველის კომენტარები / 10 /
გრაციე გარციანი, ვა ფან კულო ტესტა დი კაცო! გომყო ფეხი კუმ კუებით. ვირმა რა იცის ხურმა რა ხილიაო... მაგან ხვიჩას შესაძელბლობეი ნამდვილად არ იცის და ბჟუტურობს რაცხას. მთელი გუნდი ზურგით ათრია ორი წელი, მაგის გარდა მე მგონი არავი ასე მონდომებით არ უთამაშია მთელი სეზონი თან რამდენი მომენტები გააფუჭეს მისგან, და კიდევ რამდენჯერ პასი არ მისცეს დროულად...
simartle
13 ივნისი 2024 17:44
15
3-5-2 - ს ტაქტიკა აქვს სანიოლსაც, მაგრამ კვარა მშვენიერად თამაშობს.
ნუგზარი
13 ივნისი 2024 16:32
5
Კვარას დაბალი ხელფასი აქ და იმიტომ ითამაშა ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელივით მაკედონიასთან.ამ ევროპაზეც დაბალი ხელფასი ენება და ყველაზე ძაან ეს თავად კვარამ იცის და ცდილობს მაქსიმალურა გაიხანგრძლივოს კვარადონობა
waltet white
13 ივნისი 2024 14:31
25
guoogle თრანსლეითით არის ნათარგმნი თუ?
ai
13 ივნისი 2024 14:27
3
guoogle თრანსლეითით არის ნათარგმნი თუ?
ai
13 ივნისი 2024 14:26
3
ზივზიცაძე და კვარაცხელია გულმხურვალე სანაია გყავთ?
!!
13 ივნისი 2024 13:04
11
ვინც პოლიტიკურ კომენტარებს წერთ , იცოდეთ რომ
შუღლს აღვივებთ
სამწუხაროა
13 ივნისი 2024 14:29
0
ვინც პოლიტიკურ კომენტარებს წერთ , იცოდეთ რომ
შუღლს აღვივებთ
სამწუხაროა
13 ივნისი 2024 14:28
0
ქართველი ძალიან ჭკვიანი ბიჭია, დარწმუნებული ვარ, კონტე მისგან ბევრ საინტერესო დეტალს აღმოაჩენს
ქართველი
13 ივნისი 2024 12:16
3
რავა ბჟუტურობს...
გაგიკ ბოლო
13 ივნისი 2024 12:10
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული