თბილისის "დინამოს" 44 წლის ავსტრიელი მწვრთნელი ჩაიბარებს

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი 44 წლის ავსტრიელი სპეციალისტი ფერდინანდ ფელდჰოფერი იქნება და მასთან უახლოეს დღეებში 1,5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება.

ის აღნიშნულ პოსტზე ანდრეს კარასკოს შეცვლის, რომელმაც თავის მხრივ, უკრაინას მიაშურა და ადგილობრივი პრემიერლიგის გუნდის,  "ჩერკასის" დამრიგებლად დაინიშნა.

რაც შეეხება ფელდჰოფერს, ახალგაზრდა მენეჯერი 2020-2021 წლების სეზონში ავსტრიულ "ვოლფსბერგს" წვრთნიდა, სადაც 2 ქართველი, ლუკა ლოჩოშვილი და გურამ გიორბელიძე, თამაშობდ.  იმ სეზონში "ვოლფსბერგი" ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობდა, ჯგუფიდანაც გავიდა და პლეი-ოფშიც ითამაშა.

2021 წელს ფელდჰოფერმა ვენის "რაპიდი" ჩაიბარა, 2022
წლამდე იმუშავა, შემდეგ გაათავისუფლეს და მას შემდეგ უმუშევარი იყო.
მკითხველის კომენტარები / 18 /
კარგია, რომელიმე ქართველი სპეციასტი რომ არ მოიყვანა(მაგალითად გეგუჩაძე ან დევდარიანი). ტყუილად შეელახებოდა სახელი და ხალხი გალანძღავდა. ამ კაცმაც რა დამიშავა, მაგრამ ჩემიანი მაინც არაა... თან იმ ილუზიებში არავინაა, რომ გვეგონოს ვინმე კაი ფეხბურთელის მომყვანი იყოს ფიფია ამ ზაფხულს
●●●●●
17:03 13-06-2024
4
Დაუშვათ და საერთოდ გაქრეს ერთ დღეს დინამო მერე რას შვრები გიული მანჯგალაძეს უგულშემატკივრებ ნაკრებში?ერთი ფეხბუთელი დამისახელე ვინც შენი გუნდის გაზრდილია გერმანიაში რო გულშემატკივრობ
Იბრუხას
20:08 13-06-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული