"დინამო თბილისსა" და "პოლისია ჟიტომირს" შორის გიორგი მაისურაძის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა. თბილისური კლუბის 22 წლის მცველი კარიერას უკრაინულ კლუბში გააგრძელებს. ჩვენი გუნდი მადლობას უხდის გიორგის კლუბში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას უსურვებს მას მომავალ კარიერაში.
გიორგი მაისურაძე "დინამოს" აკადემიის აღზრდილია, დედაქალაქურ გუნდთან ერთად ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი და ორჯერ სუპერთასის მფლობელი. "დინამოს" ფორმით "მაისამ" მთლიანობაში 66 მატჩი გამართა.
fcdinamo.ge