ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ფრანჩესკო კალცონა: კვარაცხელია "ოქროს ბურთს" მოიგებს, თუ...

AutoSharing Option
სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ "კორიერე სპორტთან" ინტერვიუში "ნაპოლიში" მუშაობის პერიოდი გაიხსენა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა:

"გუნდის და სატურნირო მდგომარეობის გამო ამა თუ იმ ფეხბურთელის პირადი პრობლემების მოსაგვარებლად ძალიან ცოტა თავისუფალი დრო მქონდა. რა აკლია კვარაცხელიას? თქვენ ევროპის ჩემპიონატზეც ხედავთ ბევრ მაღალი დონის ფეხბურთელს, რომლებიც უბურთოდ თამაშში აქტიურ და სისტემურ მონაწილეობას იღებენ. "კვარა" ამას იშვიათად აკეთებს. აგრეთვე, 30 მეტრის მანძილიდან უკეთ დარტყმა უნდა ისწავლოს და ნახევარდაცვაში უფრო პროდუქტიული იყოს. თუ ამ სამი კომპონენტის გამოსწორებას შეძლებს, "ოქროს ბურთს" მოიგებს, დარწმუნებული
ვარ".

altკონტემ კვარაცხელიასთან და დი ლორენცოსთან დაკავშირებით ვერდიქტი გამოიტანა

altნეაპოლში თავს იმშვიდებენ, რომ ეს შესაძლოა, კვარაცხელიას დარჩენის მანიშნებელი იყოს - რა ფოტოები გამოაქვეყნა გუშინ ხვიჩას მეუღლემ და რას წერს იტალიური მედია ამის შესახებ [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ