Sports Zone-ს ცნობით, "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს ფეხბურთელის მომავლის განხილვის მიზნით შეხვდა.
გამოცემის მტკიცებით, კვარაცხელიას წარმომადგენლებმა დე ლაურენტისს აცნობეს, რომ პსჟ ტრანსფერში 100 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა. თუმცა, კლუბის მფლობელმა უპასუხა, რომ ეს იმ თანხის მხოლოდ ნახევარია, რა ფასადაც ხვიჩას გაასხვისებს.
ადრე "კორიერე დელო სპორტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ "პარი სენ ჟერმენმა" "ნაპოლის" და "კვარას" დიდებული წინადადებით მიმართა: 110 მილიონი ევრო ტრანსფერში, თავად ქართველს კი - 4-5-წლიანი კონტრაქტი და სეზონურ გასამრჯელოდ 11 მილიონი.
დე ლაურენტისი თანახმაა,
10 მილიონად შეძენილ კვარაცხელიას 4-5 მილიონი (პლუს, პრემიალურები) გადაუხადოს, ოღონდ ხელშეკრულებაში გამოსყიდვის უფლების პუნქტის შეტანის კატეგორიული წინააღმდეგია.
თავიდანვე ფულის გამო რომ გააკეთეს ყველაფერი.....მე მქონდა ზუსტად ამდაგვარი.ვარიანტი ჩემსს ბავშვსს 4 წლიან კონტრაქტს სთავაზობდნენ 1 წელზე გავაკეთეთეთ ახლა უფრო ძლიერ გუნდში უნდათ გადაყვანა....ეს აგენტი რა გაგიჟდა ამ ნაპოლიზე ვაა .....ლაურენტესი დებილი ნუ გგონიათ გამოგიჭირათ იტალიურმა მაფიამ.
კვარა იმიტომ არის ძვირფასი რომ თავიდან გაჭრა ყინული და ამიტომაც ყველაზე რთული გზის გავლა უწევს. Ამიტომ დათმო ხვიჩამ ან მისმა აგენტმა ამდენი უფებები რადგან ნულიდან დაიწყეს ყინულს გაჭრა. იმ მომენტში სხვა გამოსავალი შეიძლება Არც იყო.
Რამდენი ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობს ხვუჩას შემდეგ ტოპ 5 ქვეყანაში? რამდენს აკვრდებიან? ამიტომაც არის ეს ტრანსფერი ყველაზე მაგარი ქართულ ფეხბურთში რაც გაკეთებულა.
Აუცილებლად მოგვარდება ხვიჩას წინაშე უსამართლობა, ამით ნაპოლი უფრო ზიანდება, რადგან კარგად ჩანს როგორ "აფასებენ" ფეხბურთელებს. Ერთი წელი კიდევ არ გაახანგრძლივებს კონრაქტს და ახალ გუნდს გადასვლის ბონუსს გამოართმევს.