"იცით, ჯუღელმა რატომ თქვა, რომ "კვარას" "ნაპოლიდან" წასვლა სურს?" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა მიზეზი დაასახელა

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ალფრედო პედულამ საკუთარ "იუთუბგვერდზე" "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა გადაცემის "სპორტი იმედზე" ეთერში განაცხადა, რომ "კვარას" "ნაპოლიდან" წასვლა სურს.

პედულას თქმით, ქართველმა საფეხბურთო მენეჯერმა მსგავსი რამ იმის გამო თქვა, რომ "ნაპოლიმ" ხვიჩას ხელფასი გაუზარდოს.

"ჩვენ "ნაპოლიში" ყოფნა აღარ გვსურს, რადგან ისინი არ გვაძლევენ ხელფასს, რომელსაც ვიმსახურებთ" - ჯუღელის განცხადება პირადად მე ასე მივიღე. ეს ბიჭი ყოველწლიურად 1.4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ოსიმენი კი - 11 მილიონ ევროს. რა თქმა უნდა, ასეთი
განცხადებები ფულს უკავშირდება.

არტიომ დოვბიკი? "ნაპოლი" მის დამატებას განიხილავს, მაგრამ უკრაინელი ჯერჯერობით შეთავაზებას "ატლეტიკოდან" ელოდება. უკრაინელის მსურველ კლუბებს მის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ", - განაცხადა პედულამ.

altფრანჩესკო კალცონა: კვარაცხელია "ოქროს ბურთს" მოიგებს, თუ...

altკონტემ კვარაცხელიასთან და დი ლორენცოსთან დაკავშირებით ვერდიქტი გამოიტანა

altნეაპოლში თავს იმშვიდებენ, რომ ეს შესაძლოა, კვარაცხელიას დარჩენის მანიშნებელი იყოს - რა ფოტოები გამოაქვეყნა გუშინ ხვიჩას მეუღლემ და რას წერს იტალიური მედია ამის შესახებ [VIDEO]

alt"ჩემი აზრით, ხვიჩა კვარაცხელიას უსამართლოდ აკრიტიკებთ" - მერაბ მეტრეველმა საქართველოს ნაკრების თამაში შეაფასა

მკითხველის კომენტარები / 10 /
ნაპოლის და მასთან დაკავშირებული პირების, (თუნდაც კალცონას მხრივ) ამდენი შეურაცხმყოფელი განცხადებების, შემდეგ ამ გუნდში რა ესაქმება, მით უმეტეს სასაცილო ხელფასს ამადლიან.
გივი
15:30 22-06-2024
0
ჯუღელი ცდილობს თავის შეცდომა გამოასწოროს, კონტრაქტის გაფორმებამდე არც ჯუღელი, არც ბადრი და არც ლაურენტისი არ იფიქრებდა რომ ხვიჩა ერთ წელში ასეთ შედეგს დადებდა, ამიტომ შედგა ასეთი არაპროფესიონსლური კონტრაქტი, რითაც მხოლოდ ხვიჩა დაზარალდა
მამუკა
18:24 21-06-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული