Milliyet: მიქაუტაძის თამაშით მოხიბლულმა მოურინიომ ტრანსფერის განხორციელება მოითხოვა

AutoSharing Option
Milliyet-ის ცნობით, "ფენერბაჰჩეს" ახალი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩებს დიდი ყურადღებით აკვირდება და გიორგი მიქაუტაძის თამაშით მოიხიბლა.

გამოცემის მტკიცებით, მოურინიომ სტამბოლური კლუბის ხელმძღვანელობას "მეცის" ბომბარდირის შეძენა მოსთხოვა, რომელიც ევრო 2024-ის ვარსკვლავია.

მიქაუტაძით აგრეთვე "ლიონი", "მარსელი", "რენი" და გალათასარაი" არიან დაინტერესებული, მისი სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონი ევროა, "მეცი" კი 20 მილიონად აფასებს.

"ფენერბაჰჩემ" თურქეთის სუპერლიგაში მეორე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 20 /
გასაგებია, რომ მწვრთნელს გიორგი მიქაუტაძის თამაში მოეწონა და ამიტომ უნდა თურქეთში მისი გადაყვანა, მაგრამ ჩემი აზრით, გიორგი ცოდოა თურქეთში სათამაშოდ. მისით ევროპული გრანდები უნდა დაინტერესდნენ.
ხათუნა
25 ივნისი 2024 01:49
1
ერთი ეს მითხარი, მამაშენს ბევრი ჰყავს შენნაირი
ჭკვიანი?! მიქაუტაძე კი არა, მოხარშული წაბლი არ გინდა? თუ მთვარეზე გაფრენა გირჩევნია? ჩვენი ბიჭი ნამდვილად არ განიცდის წინადადებების ნაკლებობას და არჩევანს თავად გააკეთებს!
mourinio-s
24 ივნისი 2024 20:50
2
1 - მოურინიო როგორც პიროვნება არის რთული ხასიათის მქონე ნაგავი და მასთან მუშაობისათვის ყველა ქართველი მენანება 2 - მოურინიო ვეღარ განვითარდა, გუნდებს წვრთნის 15 წლის წინანდელი სქემებით და შედეგებს ვეღარ დებს 3 - მიქაუტაძე ვარსკვლავებს წყვეტს შუაგულ ევროპაში და რა დროს თურქეთია
ხვიჩა
24 ივნისი 2024 19:19
1
გიო რენში გადადის. დიახ გიო და არა ჟორჟი. ეს ბიჭი გიორგი მიქაუტაძეა!!! ჟორჟს ეძახიან საფრანგეთში თავის ენაზე და აქ რატო ეძახით ჟორჟს მიკვირს. ოჯახშიც, სანათესაოშიც და სამეგობროშიც ყველა გიორგის ეძახის.
asa
24 ივნისი 2024 15:06
4
რა უნდა თურქეთშიი @ მაგას ჯობია საერთოდ არაბეთში წავიდეს ბევრ ფულს მაინც მოხვეტავს DD
zura222
24 ივნისი 2024 14:48
8
პორტუგალიასთანაც გაიტანოს და კარგი კლუბი გარანტირებული აქვს. წარმატები ჟორჟ! წარმატება ჩვენს ნაკრებს და ჩვენც-გულშემატკივრებს. საქართველოს გაუმარჯოს!
ნიკა
24 ივნისი 2024 11:14
1
სახლში ჯობია დარჩენა.
ჟორა
24 ივნისი 2024 11:06
2
უნგრეთის მოგება არ გვაწყობდა , ფრე იქნებოდა ჩვენთვის იდეალური. ამ შემთხვევაში პორტუგალიასთან ფრეც კარგი შედეგი იქნებოდა. 2 ქულა გვექნებოდა. ასევე სხვა მატჩები უნდა დასრულდეს სასურველი შედეგით!
kaxa
24 ივნისი 2024 11:02
2
არ გადავა თურქეთში ვრჩებიო საფრანგეთში რადგან თქვა აქ მზა წინადადება ესეიგი
dew
24 ივნისი 2024 10:48
1
აიაქსის დონის ჯერ არ არისო რომ წერდა ერთი ღრჯო ნიდერლანდელი ტიპი,ყოფილი აიაქსელი. აიაქსი არაა ჟორჟის დონის,თორემ აბა მე მკითხეთ, ბრილიანტი ტალახშიც ბრილიანტია და ოქროში ჩასმულიც მაგრამ ოქროში ბრდღვიალებს.თავად ვერ გამოიყენეს იმიტომ რომ მის პოზიციაზე ჰოლანდიელი ჯილა თამაშობდა
ლელა
24 ივნისი 2024 10:16
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული