შანსი დასვენებულ ესპანეთთან? - მეტოქე ფავორიტია, თუმცა საქართველოს ნაკრებისგან აღარაფერია გასაკვირი

AutoSharing Option
გასკდა გული ნერვიულობისა და საქართველოს ესპანეთთან მატჩის მოლოდინისგან. ვცდილობ ემოციებს გავუმკლავდე, თუმცა ეს ძნელი მოსახერხებელია. ამჟამად ყველა, ვისაც ფეხბურთი ესმის და არ ესმის, ფეხბურთით და იმედით ცხოვრობს.

ქართული ფეხბურთი ასეთ მაღალ სიმაღლეზე 1981 წლის შემდეგ არ გასულა. მაშინ სულ სხვა ვითარება იყო, თბილისის „დინამო“ 1976 წლიდან თანმიმდევრულად მიიწევდა დიდი გამარჯვებისკენ, თუმცა შეეძლო უფრო დიდი წარმატებისთვის 1979/1980 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგებით მიეღწია. ახლა კი ყველაფერი რაღაც უეცრად მოხდა, მოულოდნელად, გუნდმა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა, ტურნირზე
ერთა ლიგიდან გააღწია და პლეი-ოფში სრულიად დამსახურებულად გავიდა. მთელი საზღვარგარეთული მედია ქართველების თამაშით აღფრთოვანებულია და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ამას განსაკუთრებული ხიბლი გააჩნია. პატარა ქვეყანიდან, სადაც ეკონომიკური სიტუაცია არცთუ სახარბიელოა, თავისი ნაკრების გერმანიაში საქომაგოდ უამრავი ადამიანი გაემგზავრა. ეროვნული გუნდის ყოველ შეხვედრას დაახლოებით 20 ათასი ქართველი გულშემატკივარი ესწრება და ამაში არის რაღაც რომანტიკული, რაც ალამაზებს ევრო 2024-ს.

გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა თქვა, რომ პატარა ქვეყნებისთვის ასეთ დიდ ტურნირებზე მონაწილეობა მნიშვნელოვანია, ეს ყოველთვის საინტერესოა, ერთ-ერთი მაგალითი საქართველოს ეროვნული გუნდია, რომელიც ყოველი თამაშის შემდეგ სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება, რაც წარმოუდგენელია. ქართული ზღაპარი ყველას მოსწონს და ამას გარდა, ტურნირის ორგანიზატორებისთვისაც ყოველმხრივ სასარგებლოა, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით. გამუდმებით ვწერ არსებულ წყალქვეშა დინებებზე და კიდევ ერთხელ გავუსვმ ხაზს - უეფა საქართველოს წინსვლის წინააღმდეგი არაა, მსაჯობა ჩვენს მიმართ მაქსიმალურად ობიექტურია, VAR-იც, რაც ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს შემთხვევით არ ხდება და ამაში უთუოდ სფფ-ის დიდი დამსახურებაცაა. წინააღმდეგ შემთხვევაში თამაშისას სადავო სიტუაციებში სხვაგვარი გადაწყვეტილებები იქნებოდა მიღებული და ვერც მოედავებოდი. ამით სანიოლის კრებულის უდიდეს დამსახურებას როდი ვაკნინებ, უბრალოდ წარმატება ერთობლივი ძალისხმევით მიიღწევა.

ჩვენმა გუნდმა შეუძლებელი შეძლო, მაქსიმალურად დაიხარჯა და კონტინენტის 16 საუკეთესოს შორის მოხვდა. ეს გუნდი უკვე ჩვენი გულების ჩემპიონია, მაგრამ ქართული ანდაზისა არ იყოს - მადა ჭამაში მოდის და ჩვენც ჩვენი მაქსიმალისტური ბუნებიდან გამომდინარე, ზღაპრის გაგრძელების იმედით აღსავსენი ვართ.

მერვედფინალში ისეთი მეტოქე შეგხვდა, რომელიც ტურნირზე საუკეთესოა და თითქოს უშანსოდ ვართ, თუმცა საქართველოს ნაკრები გუნდი აღმოჩენაა, გუნდი სიურპრიზი და მორიგი სასწაულის შემოთავაზება ძალუძს, მით უმეტეს მარცხის შემთხვევაში ვერავინ გააკრიტიკებს და ყოველგვარი წნეხის გარეშე ითამაშებს. ესაა ჭეშმარიტად ერთიანი გუნდი, ფიზიკურად მომძლავრებული, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული, დისციპლინირებული და აგორებული ზვავის მსგავსი.

„ფურია როხასთან“ 1:7 წაგებაც მწარედ გვახსოვს, 1:0 მოგება სასიამოვნოდ და სხვა დაპირისპირებებიც, როდესაც ბოლომდე შევებრძოლეთ. ახლა მოედანზე სრულიად განსხვავებული გუნდები გავლენ და ასე მგონია, გერმანიასთან ან მისი მსგავსი ძალისმიერი სტილის გუნდთნ თამაშს, ისევ მათთან დაპირისპირება სჯობია. რა თქმა უნდა, სულ სხვა დონეა, მაგრამ თუნდაც ჩეხეთთან შეხვედრა გავიხსენოთ. ისიც გავიხსენოთ თვით ძველ, დიად „დინამოს“როგორ უჭირდა გერმანულ გუნდებთან თამაში. ლუის დე ლა ფუენტეს შეგირდები თავადაც თამაშობენ და მეტოქესაც აძლევენ თამაშის საშუალებას. თუ დავმარცხდებით, არც ეგ იქნება ტრაგედია, ჩვენ ხომ თავაწეულები და უკეთესის იმედით დავტოვებთ ტურნირს.

შანსები? ძნელია იყო ობიექტური, რა თქმა უნდა, ესპანეთი აშკარა ფავორიტია, რომლის ძირითად შემადგენლობას წინა შეხვედრაში დასვენების საშუალება მიეცა, მაგრამ „ჯვაროსნებისგან“ უკვე აღარაფერია გასაკვირი. ღმერთი შეეწიოს ჩვენს ბიჭებს და გაუმარჯოს საქართველოს!

მიმომხილველი

მკითხველის კომენტარები / 46 /
!5-ს, რას შემოაგდე პოლიტიკა, რას ბოდიალობ, უყურე და დატკბი ფეხბურთით, დღესაც გაგვიმართლებს, მაგრამ შენ რა გეშველება ბოღმიან კაცს
პატრიოტი
18:12 30-06-2024
0
უცხოელი ჟურნალისტები სანიოლთან ინტერვიუს დროს კიტეთი ინტერესდებოდენ და აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ასევეა რუსული პრესაც. თქვენ რა გჭირთ ქართველო ჟურნალისტებო მარტო "მიდის სანახავაად" გვეყოფა?
ვაჟა მასწავლებელი
16:58 30-06-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული