12:41 07-07-2024
ლობჟანიძის ლამაზი გოლი - საბამ MLS-ში მეხუთედ გაიტანა [VIDEO]
AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებული საბა სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 69 წუთი გაატარა. ლობჟანიძემ გოლი 31-ე წუთზე შეაგდო და ანგარიში გაათანაბრა (1:1).
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას "ატლანტა" გუნდის ორმა ლიდერმა - ტიაგო ალმადამ და გეორგიო იაკუმაკიმ დატოვეს. არგენტინელი "ბოტაფოგოში" გადავიდა, ხოლო ბერძენი კარიერას მექსიკურ "კრუს ასულში" განაგრძობს. პლუს, გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელი - რობ ვალენტინო მივიდა და "ატლანტას" თამაში გამართულისგან ძალიან შორსაა.
ლობჟანიძე, სეზონში გატანილი 5 გოლით, გუნდის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსს ორ ფორვარდთან ერთად იყოფს. მომდევნო მატჩს ჯორჯიელები გასვლაზე, "მონრეალის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
ჩვენ ტაქტიკაში ლობჟანიძეს იყენებდნენ ზუსტად მარჯვენა ლატერალად (სადაც კაკაბაძემ ითამაშა ევროზე), ამ პოზიციაზე არაუშავს, რადგან უფრო მეტად შავი სამუშაოს შესრულება უწევს (ფლანგზე სირბილი წინ და უკან), რაც ასე თუ ისე გამოსდის. შეტევის ბოლო ფაზაში კი კლასი არ ჰყოფნის უბრალოდ.
ჩეხეთთან ლობჟანიძე შემტევად ათამაშეს და არა მარჯვენა მცველად და აქაც ეგ პრობლემა გამოჩნდა, რომ გადამწყვეტ მომენტში კლასი და ცივსისხლიანობა არ ეყო.
ისე მომავალშიც შეიძლება მისი გამოყენება, ოღონდ ისევ მხოლოდ მარჯვენა მცველად, იმ ტიპის თამაშებში, სადაც პირველ ნომრად ვითამაშებთ.