ქართველი ნახევარმცველი კიევის "დინამოშია" - ის "ლაციოს" მომავალი ფეხბურთელის შემცვლელად მოიაზრება

AutoSharing Option
Sport.ua-ს ცნობით, კიევის "დინამოს" ახალგაზრდულ გუნდში სინჯებზე თბილისის "დინამოს" 17 წლის ნახევარმცველი ალექსანდრე ფეიქრიშვილი იმყოფება.

აღნიშნულია, რომ ქართული კლუბი ფინანსური პრობლემების გამო იძულებულია თავისი ტალანტი გაასხვისოს და ახლა ფეიქრიშვილის დატოვების საკითხი გუნდის მწვრთნელმა იგორ კოსტიუკმა უნდა გადაწყვიტოს.

სხვა უკრაინული გამოცემები წერენ, რომ ფეიქრიშვილი თბილისის "დინამოს" აღზრდილია, სტაბილურად ვარჯიშობს პირველ გუნდში, მაგრამ ჯერ ჩემპიონატზე არ უასპარეზია, ცენტრალური ნახევარმცველია, შეუძლია საყრდენ ზონაში და გარემარბად ითამაშოს, 18-წლამდელთა ნაკრებში 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა,
Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 200 ათასი ევროა.

ადგილობრივი მედიის
მტკიცებით, ფეიქრიშვილი თამაშის მანერით კიევის "დინამოსა" და უკრაინის ნაკრების ნახევარმცველ ნიკოლაი შაპარენკოს ჰგავს, რომლის 10 მილიონად შეძენასთან "ლაციო" ახლოსაა და ქართველი მის პოტენციურ შემცვლელად მოიაზრება.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ორ წელზე მეტია,რაც უკრაინა უმძიმეს ომშია ჩაბმული და მის კლუბებს,მაინც მიჰყავთ,ქართველი ტალანტები.18 წლს ბიჭი,რომელსაც თბილისის დინამოშიც კი ჯერ არ უთამაშია,უკრაინის ნაკრების ფეხბურთელს რომ ვერ შეცვლის,რა თქმა უნდა ცხადია,მაგრამ 2-3 წელიწადში,ფიზიკურადაც მოაძლიერებენ და გაცილებით უფრო სარფიანადაც გაჰყიდიან.სავარაუდოდ,გრძელვადიან კონტრაქტს გაუფორმებენ,საკმაოდ მცირე ხელფასით და დიდი გამოსასყიდით.ეს ხელფასი,საქართველოსათვის იქნება კარგი და ამის გამო წავიდა კიევში.მთავარია წიტაიშვილივით,მაგასაც გზები არ ჩაუკეტონ.სხვა მხრივ,კიევში წასვლით,არაფერს დაკარაგავს,პოვნით კი,ბევრს იპოვნის.
სოსო
02:18 08-07-2024
4
წიტიშვილის მაგალითი არ გამოდგება. მაგ ბიჭზე ჯერ კიდებ 3-4 წლის წინ ვწერდი ვერ ითამაშებს დიდ ფეხბურთსო. 19-20 წლის ბიჭს ტატუს ადგილი აღარ ჰქონდა დატოვილი. აშკარა იყო თავი უკვე ვარსკვლავი ეგონა და ვარჯიშზე მეტ დროს უგწმოვნო იმიჯს უთმობდა.

შრომაა საჭირო დიდი ფეზბურთის სათამაშოდ. მარტო ბურთის კარგად ფლობა რომ კმაროდეს, მთელი ბრაზილია და არგენტინა დიდ ფეხბურთს უნდა თამაშობდეს. რიგითი ბრაზილიელი ისე ჟონგლიორობს ბურთით, კვარასაც კი არ დაესიზმრება არამც თუ წიტაიშვილს. მაგრამ ვერ თამაშობენ ვერც ისინი დიდ ფეხბურთს. ცხოვრება უნდა მისცე სპორტს თუ გინდა რომ რაღაცას მიაღწიო
სოსოს
03:30 08-07-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული