Sport.ua-ს ცნობით, კიევის "დინამოს" ახალგაზრდულ გუნდში სინჯებზე თბილისის "დინამოს" 17 წლის ნახევარმცველი ალექსანდრე ფეიქრიშვილი იმყოფება.
აღნიშნულია, რომ ქართული კლუბი ფინანსური პრობლემების გამო იძულებულია თავისი ტალანტი გაასხვისოს და ახლა ფეიქრიშვილის დატოვების საკითხი გუნდის მწვრთნელმა იგორ კოსტიუკმა უნდა გადაწყვიტოს.
სხვა უკრაინული გამოცემები წერენ, რომ ფეიქრიშვილი თბილისის "დინამოს" აღზრდილია, სტაბილურად ვარჯიშობს პირველ გუნდში, მაგრამ ჯერ ჩემპიონატზე არ უასპარეზია, ცენტრალური ნახევარმცველია, შეუძლია საყრდენ ზონაში და გარემარბად ითამაშოს, 18-წლამდელთა ნაკრებში 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა,
Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 200 ათასი ევროა.

ადგილობრივი მედიის
მტკიცებით, ფეიქრიშვილი თამაშის მანერით კიევის "დინამოსა" და უკრაინის ნაკრების ნახევარმცველ ნიკოლაი შაპარენკოს ჰგავს, რომლის 10 მილიონად შეძენასთან "ლაციო" ახლოსაა და ქართველი მის პოტენციურ შემცვლელად მოიაზრება.
შრომაა საჭირო დიდი ფეზბურთის სათამაშოდ. მარტო ბურთის კარგად ფლობა რომ კმაროდეს, მთელი ბრაზილია და არგენტინა დიდ ფეხბურთს უნდა თამაშობდეს. რიგითი ბრაზილიელი ისე ჟონგლიორობს ბურთით, კვარასაც კი არ დაესიზმრება არამც თუ წიტაიშვილს. მაგრამ ვერ თამაშობენ ვერც ისინი დიდ ფეხბურთს. ცხოვრება უნდა მისცე სპორტს თუ გინდა რომ რაღაცას მიაღწიო