"თავი "კვარას" ადგილზე წარმოიდგინეთ - ჩემპიონთა ლიგაზე 7.5-მილიონიანი ხელფასით" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
Sky Sport Italia-ს ჟურნალისტმა ჯანკარლო პადოვანმა ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტის განახლების თაობაზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა:

„კვარა“ ძლიერია, ევროპის კარგი ჩემპიონატი ჰქონდა, თუმცა ამომავალი ვარსკვლავი არ იყო, ვინაიდან უკვე ვარსკვლავია. „ნაპოლი“ მართალია, როდესაც ამბობს, რომ მას კონტრაქტი აქვს, ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი და ჩვენგან რა უნდათ? კლუბი ასევე მოსალაპარაკებლად და გასამრჯელოს 1.5 მილიონი ევროდან 3-4 მილიონამდე მოსამატებლადაა მზად. პრობლემა ისაა, რომ პსჟ 7.5 მილიონს სთავაზობს. თავი ფეხბურთელის ადგილზე წარმოიდგინეთ, რა განცდა აქვს, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე 7.5-მილიონიანი ხელფასით შეუძლია ითამაშოს?

საკითხის გადაწყვეტა? რისკი მუდამ
არსებობს. თუ პსჟ-ს „კვარა“ სურს, „ნაპოლის“ ფული უნდა გადაუხადოს, დე ლაურენტისის კლუბმა შეიძლება 80 მილიონიც კი მოითხოვოს. საქმე ისაა, რომ კონტეს ის სჭირდება, ის გუნდის თამაშისთვის აუცილებელია. ხვიჩა მომხიბვლელი მოთამაშეა, განსაკუთრებით, ინდივიდუალურ ბრძოლებშია დომინანტური და ამიტომაა ფეხბურთში ფასეული, რამეთუ რიცხობრივ უმეტესობას ქმნის და აგრეთვე, გოლებს იტანს.

ეს როგორ დასრულდება? მოთამაშის სურვილი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. თუ დარჩენას გადაწყვეტს, გუნდისთვის დიდ საქმეს გააკეთებს, რაც გულშემატკივრებისთვისაც კარგი იქნება“.

altკვლავ შეეცდება თუ არა პსჟ კვარაცხელიას შეძენას? - რას წერს ფრანგული გამოცემა

მკითხველის კომენტარები / 9 /
დე ლაურენტისთან კონტრაქტის გახანგრძლივება თვითლიკვიდაციას ნიშნავს. ჯობია რომელიმე კლუბთან "ერთგულების ბონუსი" შეათანხმოს და ასე აინაზღაუროს თანხა. ADL-ის ხელში ჩემი მტერი დარჩეს.
Რაგბის ფანი
08:25 09-07-2024
5
100% სიმართლე თქვა--"მოთამაშის სურვილი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა"-ო კვარამ მართლა რომ მოინდომოს წასვლა მაშინ ვერანაირი ძალით ვერ გააჩერებენ საქმე სასამართლომდეც რომ მივიდეს !
zura222
23:47 08-07-2024
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული