L'Equipe: მიქაუტაძემ "მონაკოში" გადასვლა ამ ორი მიზეზის გამო გადაწყვიტა

AutoSharing Option
ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L'Equipe-ი იმ ორ მიზეზზე წერს, რის გამოც საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ "მონაკოში" გადასვლა გადაწყვიტა.

პირველი ისაა, რომ ჩვენებურს საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონთა თამაშის სტილი ძალიან მოსწონს და თავისთან შესაბამისობაში მიიჩნევს.

მეორე მიზეზი კი ისაა, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, თანაც საფრანგეთიდან წასვლა არ მოუწევს, რაც ძალიან ხიბლავს.

მიქაუტაძის "მეციდან" "მონაკოში" ტრანსფერის გაოფიციალურება უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი. მისი დამატების დიდი სურვილი ასევე სერია A-ს ბინადარ "რომას" ჰქონდა. 

altშესანიშნავი ამბავი - შესაძლოა, მიქაუტაძე ევრო 2024-ზე "ოქროს ბუცის" მფლობელი მაინც გახდეს

მკითხველის კომენტარები / 7 /
სწორი გადაწყვეტილებაა,ლიგა ერთში უნდა დარჩენილიყო.აიაქსში უიღბლო გადასვლის შემდეგ,არ ღირდა რისკი და კარგია რო დარჩა საფრანგეთში. წარმატებები გიო,ეჭვი მაქვს რო ბომბარდირობა გეჯღანება ქართველებს. მაგაზე მაგარი იქ არავინ ყავთ და სულ მალე გამოჩნდება. იმიტო არა რო ჩვენია,ობიექტურად მაგარი ცქვიტი ბიჭია,საჯარიმოში ისეა,როგორც თევზე წყალში. კოლომუანები და გონსალო რამოშები მაგარი გაპიარებული ხალხია,ამიტომაც ჩვენებურის კონკურენტებად ვერ განვიხილავ. ერთი რითაც აჯობებენ,პარტნიორები და მდიდარი გუნდია. პსჟში არ გადავიდოდა,ლიონში დაბადებული ბიჭია და ამ სიტუაციაში მონაკო კარგი ვარიანტია. თან ყველაზე კარგი ის არის ბევრი გადასახადის გადახდაც არ მოუწევს,ჯიგრულად იცხოვრებს მონტეკარლოში და ფრანგებს ბევრსაც შეუგდებს.მოკლედ,წარმატებები ბიჭებს ლიგა ერთში,ეგრევე ქართული დებრით ვიწყებთ და მათ გოლებს ველოდებით
იასონას უდარი
00:17 13-07-2024
0
ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილებაა, რომა ლიგაზე როდის მოხვდება ღმერთმა იცის, ლიგაზე თამაში კიდევ სულ სხვა გამოცდილებაა, რაც მსოფლიოს შესარჩევისთვის უეჭველი გამოგვადგება
მამუკა
20:28 12-07-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული