"ვალენსია" მამარდაშვილს მხოლოდ ამ შემთხვევაში გაყიდის" - AS-ი დეტალებზე წერს

AutoSharing Option
ცნობილი ესპანური გამოცემა AS-ი "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილზე წერს. მოგეხსენებათ, ქართველი კარის დარაჯი ევრო 2024-ზე ბრწყინვალედ გაისარჯა და ის არაერთ ევროპულ გრანდსაც დაუკავშირეს.

გამოცემის ინფორმაციით, "ღამურებითვის" "მამარდას" გასხვისება პრიორიტეტული ვარიანტი სულაც არ არის.

"სანამ ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, მამარდაშვილი ისვენებს, გიორგი გუნდს 28 ივლისს შეუერთდება. "ღამურების" მთავარი მწვრთნელი რუბენ ბარახა მას გაშლილი ხელებით ელოდება, მიუხედავად იმისა, რომ "ვალენსიამ" სტოლე დიმიტრიევსკის სახით მაღალი დონის მეკარე დაიმატა.

ისევე როგორც გასულ წლებში, "ღამურები" მამარდაშვილის გაყიდვას არ ჩქარობენ. "ვალენსია" გიორგის მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდის, თუ
მისი მსურველი კლუბი 40 მილიონ ევროს გადაიხდის", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, მამარდაშვილს "ვალენსიასთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება.

altმამარდაშვილი: ეს არ არის დასასრული, უფრო ძლიერები დავბრუნდებით

altესპანეთში უკვე პენალტებზე ფიქრობენ - AS მამარდაშვილის სტატისტიკაზე თერთმეტმეტრიანების სერიაში

altგიორგი მამარდაშვილი: კვარაცხელიას შეუძლია "ოქროს ბურთი" მოიგოს - ვიცით, ესპანელები პენალტებს როგორ ასრულებენ

მკითხველის კომენტარები / 12 /
ნუ ქმნით ტრაგედიას. გადახედეთ სხვა მეკარეების ფასებს დიახ! - რა თქმა უნდა, გიორგი ღირს 40 მილიონი და მე თუ მკითხავთ, მეტიც! რატომ უნდა დათმოს ვალენსიამ უფრო იაფად. რითია თუნდაც დონარუმაზე ნაკლები. ასეთი დინამიკური პროგრესით 2-3 წელიწადში საერთოდ ულაპარაკოდ #1 მეკარე იქნება ევროპაში!
ქომაგი
14 ივლისი 2024 14:44
4
იმიტომ უნდა დათმოს იაფად რომ 800 ათასი გადაიხადეს მასში თავის დროზე. ამიტომ ცოტა მადა უნდა დაწიონ! თუ გიოსთვის ოდნავ კარგი უნდათ.
Რერო
14 ივლისი 2024 16:37
11
გაგიჟდები რა ზოგის კომენტარზე. თქვენ რომ რამე ნივთი ჩაიგდოთ ხელში და იცოდეთ მისი საბაზრო რეალური ღირებულება, იაფად გაყიდით?
დავით 67
14 ივლისი 2024 18:25
6
ვალენსიას ბოსები აშკარად უარყოფით როლს თამაშობენ მამარდას ტრანსფერში. ცოტა არ იყოს და ხვიჩას მსგვასი სუნი ასდის ამ ტრანსფერს. რეალურად ბლოკავენ გიოს წასვლას უკეთეს კლუბში.
aaa
14 ივლისი 2024 13:42
9
ხო მარა ოფიციალური შეთავაზება არ ჩანს, ხვიჩაზე გასაგებია პსჟ-ს უნდა აქ მხოლოდ ჭორებია ოფიციალური არაფერია.
aaa-s
14 ივლისი 2024 14:14
1
მეკარე არის პირველი ფიგურა გუნდში. მისი ერთი შეცდომაც, შეიძლება გუნდს გოლის ფასად დაუჯდეს. თავდამსხმელის კი, იმდენად არ სჩანს. ვალენსია დღეს არაფერი გუნდი არ არის. დაცვა დირკა. თავდასხმა ნული. გიორგი რომ არ ჰყავდეთ, ვინ იცის სად იქნებოდნენ.
ჭიჭე!
14 ივლისი 2024 15:57
3
100% -!
წარმოდგენაც არ მინდა, ჩვენს ნაკრებს ევროპაზე ასე კარგად მოთამაშე მეკარე რომ არ ჰყოლოდა...
--------
ჭიჭე კი არა, გრანდე უნდა გერქვას ! :)))
ჭუჭე -ს
14 ივლისი 2024 23:03
0
40 მილიონი ევრო მეკარეში? არ უნდათ ეტყობა გაყიდვა, მკვდარ ვალენსიას მხოლოდ მამარდა თუ გადაარჩენს ქვედა ლიგაში დაქვეითებას
ჭიჭიკო
14 ივლისი 2024 20:54
0
თავის დროზე კაპიკები აქვთ გადახდილი კლუბებს ქართველ ფეხბურთელებში,ახლა კი დიდი ფულის შოვნა მოინდომეს!
!
14 ივლისი 2024 15:38
5
და რატომ არ უნდა მოინდომონ ? ჩვენები კაპიკებში რომ ყიდიან , ისინიც სი**ბი უნდა იყვნენ და იგივე უნდა ქნან :):D
sonigi
14 ივლისი 2024 20:10
2
საქმეც მაგაშია, რომ არ იხდიან მაქხეკა თანხებს ქართველ ფეხბურთელებში, ვერც თვითონ ხეირობენ და ვერც ფეხბურთელები!!
sonigi-s
15 ივლისი 2024 17:10
0
თუ გაყიდვა არ უნდა რას მოიყვანა მაშინ დიმიტრიევსკი?
ჭიჭიკოს
15 ივლისი 2024 20:24
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული