18 წლის ნახევარმცველი ალექსანდრე ფეიქრიშვილი თბილისის "დინამოდან" კიევის "დინამოში" გადავიდა, - ამის შესახებ უკრაინული კლუბი საიტით იტყობინება.
ფეიქრიშვილი კიევურ გუნდში სინჯებზე იმყოფებოდა, კლუბისა და გუნდის ხელმძღვანელობას თავი მოაწონა და ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.
უცნობია, რა თანხა გადაიხადა კიევის "დინამომ" ტრანსფერში.
ვებგვერდი წერს, რომ ფეიქრიშვილი საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების კაპიტანია, უნივერსალია, შეუძლია კლასიკურ ცენტრალურ ნახევარმცველად, ასევე, შემტევ ნახევარმცველად ითამაშოს და საქართველოში თავის ასაკში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლება.