საპნის ოპერა გრძელდება - მიქაუტაძის "ლიონში" ტრანსფერი ჩაშლის პირასაა

AutoSharing Option
But! Football Club-ი იტყობინება, რომ გიორგი მიქაუტაძის "ლიონში" ტრანსფერი შეიძლება მისი აგენტის, ალენ მილიაჩოს გამო ჩაიშალოს, ვინაიდან მას თავისი კლიენტის "მონაკოში" გადაყვანა სურს.

გამოცემა წერს, რომ ქართველს დღეს 5 საათზე სამედიცინო შემოწმება უნდა გაევლო, რის შემდეგაც კონტრაქტის გაფორმება იყო დაგეგმილი და საპნის ოპერა ჰეფი ენდით დასრულდებოდა, მაგრამ ჟურნალისტის, ანჟელო სალემის ცნობით, ეს არ მოხდა.

ჟურნალისტი მოჰმედ ტუბაშ-ტერი წერს, რომ "ლიონი" ახლავე მზადაა "მეცს" 18 მილიონი გადაუხადოს, თუმცა ტრანსფერს აგენტი აფერხებს. "მონაკო" თანახმაა თანხა ტრანშებად დაფაროს.

მკითხველის კომენტარები / 22 /
ხალხო თქვენი გამკვირვებია ? ვაჭრობს აგენტი მის საქმეს აკეთებს აბა ჯუღელივით კიარ მოიქცევა პირველივე წინადადებას რო დათანხმდა ვუი ნაპოლის ვუნდივართო , ეგრეე არა ძმებო მუშაობს ის კაცი და დააცადეთ , თანაც დააკვირდით მონაკო რაც მეტს გამოიქნევს , მერე იძულებული იქნება ათამაშოს , ფულს სკამზე ვერ დასვამს არაბიზნესურია . გიომ იცის მისი საქმე ჭკვიანი კაცია . ხალხო მომავალი აგუეროდ ყალიბდება ეს ბიჭი და დავტკბეთ ❤️❤️
ბათუმის დინამო
04:07 18-07-2024
2
პარადოქსი ის არის რომ "ლიონი" ეხლავე იხდის 18 მილიონს, "მონაკო" კი ნაწილ-ნაწილ აპირებს გადახდას აიაქსივით მაგრამ ამ კლიზმა აგენტს მაინც "მონაკოში" უნდა(!) კლუბის ინტერესების საწინააღმდეგოდაც კი მიდის, ამდენს ბედავს ეს ვირთხის ცურცლი ეს. მარტო ფეხბურთელის სურვილის საწინააღმდეგოდ კი არ მიდის
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული