"დარწმუნებული ხართ, რომ ეს სიმართლეა?" - ფედელემ "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ჭორები, რომ ხვიჩას შეძენით "პარი სენ ჟერმენი" ინტერესდება, ჯერჯერობით დადასტურებული სულაც არ არის.

"კიეზას ტრანსფერი "ნაპოლიში"? ის და "კვარა" განსხვავებული სტილის მოთამაშეები არიან. ფედერიკოს ამჟამად ფიზიკური პრობლემები აქვს, თუმცა ნახევარდაცვის ხაზიდან დრიბლინგით ბურთის წაღება ნამდვილად შეუძლია. მიუხედავად ამისა, იტალიელს კარიერაში დაღმასვლა აქვს.

კვარაცხელიაზე კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა: დარწმუნებულები ხართ, რომ "პარი სენ ჟერმენისგან" შეთავაზება ნამდვილად აქვს? ეს ვინმემ თავისი თვალით ნახა?

"ნაპოლიმ" ზელინსკის შემცვლელი აუცილებლად უნდა შეიძინოს, გუნდს ამჟამად არ ჰყავს ნახევარმცველი, რომელსაც სეზონში 10 გოლის გატანა შეუძლია", - განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ, ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ის ცნობით, "ნაპოლიმ" "კვარას" თაობაზე "პარი სენ ჟერმენის" 110-მილიონიანი შეთავაზება იუარა.

alt"ნაპოლიმ" ამ ორი ვეტერანიდან ერთ-ერთი უნდა დაიმატოს" - ფედელეს რჩევა "პარტენოპეის"

altფედელე: ხალხს ნუ ვატყუებთ, კონტე "ნაპოლის" სკუდეტოს ვერ მოაპოვებინებს

alt"სწორედ ამის გამო უნდა გაყიდოთ კვარაცხელია!" - ფედელემ "ნაპოლის" ქართველის შესახებ რჩევა მისცა და ხვიჩას გასხვისების მიზეზი დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 4 /
ფედელე იმ ერთადერთი მცველის აგენტი იყო, რომელმაც Ballon d'Or-ი მოიგო, ფაბიო კანავაროზე მაქვს საუბარი. დავიჯერო, კანავაროს ჭორბიურო ფეხბურთელის სტატუსი ეკუთვნის?
დკ-ს
13:29 18-07-2024
3
ეს ფედელე ვისი აგებტი იყო დაწერე სტატიის ავტორო? ჭორბიუროს აგენტია ჩვეულებრივი, მაგის ნათქვამის გადმობეჭვდა არ მოგბეზრდათ?
დკ
13:24 18-07-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული