"სიმშვიდე არ ჰქონდა, თავს არასასურველად გრძნობდა" - მიქაუტაძის შესახებ "აიაქსში" მისმა ერთ-ერთმა მწვრთნელმა ისაუბრა

AutoSharing Option
"აიაქსში" გიორგი მიქაუტაძის ერთ-ერთმა დამრიგებელმა მიშელ ვალკანისმა, რომელიც მთავარი მწვრთნელის, ჯონ ვან სხიპის ასისტენტი გახლდათ, Espn-ს ინტერვიუ მისცა, სადაც გიორგი მიქაუტაძის შესახებაც ისაუბრა. 

მოგეხსენებათ, ნიდერლანდურ გრანდს სეზონის დასაწყისში მორიც შტეინი ავარჯიშებდა, ვან სხიპმა და ვალკანისმა კი გუნდი 2023 წლის ოქტომბერში ჩაიბარეს. 

"ვარჯიშზე ჩვენ მისი კარგი თვისებები დავინახეთ, მაგრამ როცა კლუბში მივედით, გიორგი თავს უკვე არასასურველად გრძნობდა. კარგად ვარჯიშობდა, მაგრამ სიმშვიდეს ვერ ვატყობდით.

ვცდილობდით, მისთვის თავდაჯერებულობა შეგვემატებინა
და წუთები მივეცით, მაგრამ მის პოზიციაზე დიდი კონკურენცია იყო. ბრობიმ ძალიან კარგად დაიწყო თამაში და გოლების გატანა; აკპომმაც იგივე გააკეთა, როგორც კი შანსი მიეცა...

არ მიკვირს, რომ მიქაუტაძემ "მეცში" და ევროპის ჩემპიონატზე კარგად ითამაშა. ხშირად ხდება, რომ მოთამაშეები სხვა გარემოში იხსნებიან. ის კარგი ბიჭია, რომელიც ჩვენთან რთული სტარტის შემდეგ ვერ "გამოჯანმრთელდა", - თქვა ვალკანისმა. 

alt"თქვენი "მეფე გიორგი" სამუდამოდ მადლიერი იქნება" - მიქაუტაძე "მეცს" ემოციური პოსტით დაემშვიდობა

altმიქაუტაძემ ახსნა, რატომ გააკეთა არჩევანი "ლიონის" სასარგებლოდ - ქართველის პირველი კომენტარი მშობლიურ გუნდში ჩარიცხვის შემდეგ... ცნობილია, როდის შედგება მისი დებიუტი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
დაიწყეს თავის მართლება, მამაძაღლებმა, თურმე სულ ჟორჟის ხასიათის გამოკეათებაზე ზრუნავდნენ, შემდგარი ფეხბურთელი ერთი წუთი არ ათამაშეს და ყვებიან ათას სისულელეს.ათეული მილიონის ზარალი მიაყენეს კლუბს იმართლებენ თავს გუნდის მეპატრონეებთან.
გაიოზ გოშაძე
13:40 22-07-2024
1
ბრობის გოლები გაჰქონდა.აკპომმაც თავისი შანსი გამოიყენა...მიქაუტაძეს კი წუთები მიეცა,მაგრამ სულ სხვა პოზიციაზე და ეს სულაც არ ნიშნავს,რომ მას შანსი მიეცა.
სოსო
02:38 20-07-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული