"კვარაცხელიას "ნაპოლიდან" წასვლა რომ სდომებოდა..." - "პარტენოპეის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ქართველზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა მაურო მელუსომ Sky Italia-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ხვიჩა და "ნაპოლი" კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმებას მალე მიაღწევენ.

"როცა "ნაპოლიში" ვმუშაობდი, ოსიმენის თაობაზე ერთ-ერთი ევროპული კლუბისგან დიდებული შეთავაზება მივიღეთ, თუმცა კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ. მისი დამატება არაბულ კლუბებსაც სურდათ.

დე ლაურენტისმა ნიგერიელის შენარჩუნება გადაწყვიტა, რადგან "ნაპოლის" ეკონომიკური წინსვლისთვის ასე იყო საჭირო. რაც შეეხება "კვარას", როგორც მე ვიცი, კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ჭორები რომ კლუბსა და ფეხბურთელს შორის დაძაბულობაა, არ მჯერა.
ხვიჩას რომ წასვლა გადაეწყვიტა, ასეც მოიქცეოდა. მწამს, რომ ყველაფერი მალე გაირკვევა", - განაცხადა მელუსომ.

altხვიჩას ნეაპოლური ხვედრი - იმედი, დამოკიდებულება და ფედელეს გამონათქვამი

მკითხველის კომენტარები / 6 /
სხვისი ჭირი,ღობეს ჩხირიო!ვინ უშვებს,თორემ მაგ მათხოვრულ ხელფასზე და დამამცირებელ დამოკიდებულებაზე დარჩებოდა?ამ კაცის სიტყვებიც ადასტურებს,რომ თუ საკუთარ თავზე თვითონ არ იზრუნე და ხმა ამოიღე,სხვას შენი ინტერესები,ფეხებზე ჰკიდია!მეტს არ მოითხოვ?ესე იგი, კმაყოფილი ხარ!
სოსო
11:20 03-08-2024
3
2029 -დე კონტრაქტს ხვიჩამ ხელი არ უნდა მოაწეროს, რადგან ამ შემთხვევაში მან თავისი საფეხბურთო კარიერის საუკეთესო წლები ნაპოლის უნდა შეალიოს. ალბათ ჯობია, რომ არსებული კონტრაქტი ჩაამთავროს და შემდეგ თავისუფალი აგენტის სახით გადავიდეს რომელიმე ევროპულ გრანდში.
Beso
13:03 06-08-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული