"ზივზივაძე ევრო 2024-ის შემდეგ იმედგაცრუებული დაგვიბრუნდა... გერდ მიულერს გვაგონებს" - გერმანულმა გამოცემამ ბუდუს სტატია მიუძღვნა

AutoSharing Option
გერმანულმა ka-news-მა ბუდუ ზივზივაძის სეზონის ბრწყინვალე სტარტს სტატია მიუძღვნა. მოგეხსენებათ, ქართველის "კარლსრუე" მე-2 ბუნდესლიგის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე "ნიურნბერგთან" 0:2 მარცხდებოდა, თუმცა ჩვენებურის ჰეთ-თრიქით 3:2 იმარჯვა. 

"ნიურნბერგთან" ფინალური სასტვენის შემდეგ ზივზივაძემ თავისი ჯილდო მოიპოვა. მან შეხვედრის ერთ-ერთი ბურთი სახლში წაიღო.

"მიხარია, რომ ამას ვაკეთებ. ჩემს ქალიშვილს ბურთით თამაში ძალიან უყვარს და სწორედ მისთვისაა", - აღნიშნა ბუდუმ, რომელიც სიხარულით გაბრწყინებული იყო.

ის აუცილებლად ეტყვის პატარას, რომ მამამ ჰეთ-თრიქი შეასრულა და მატჩის გმირი იყო, მაგრამ ის გუნდურობას არ ივიწყებს და ამბობს:

"პირველ რიგში,
მადლობა გუნდს, რადგან მათ გარეშე სამ გოლს ვერ გავიტანდი. ეს ჩემთვის ძალიან კარგი დღე იყო. ყველამ ერთად გუნდური სულისკვეთება გამოვავლინეთ". 

ბუდუ "კარლსრუეში" მთავარი მწვრთნელის, კრისტიან აიხნერის მეგობრის, ალექსანდრე იაშვილის რეკომენდაციით მოხვდა, რომელიც წარსულში ამ კლუბის კაპიტანი გახლდათ.

აიხნერი ახლა არ მალავს, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ზივზივაძე გუნდში იმედგაცრუებული დაბრუნდა, რადგან უფრო მეტი სათამაშო დრო სურდა.

"ბუდუ ევრო 2024-ის შემდეგ იმედგაცრუებული დაგვიბრუნდა, რადგან ეროვნულ ნაკრებში ძალიან მცირე სათამაშო დრო მიეცა, მაგრამ ის ნამდვილი პროფესიონალია.

მიუხედავად ამისა, მან იპოვა მოტივაცია და აბსოლუტურად მომზადებული მოვიდა. ვარჯიშის პირველსავე დღიდან უზარმაზარი პროფესიონალიზმი და ერთგულება აჩვენა", - ამბობს აიხნერი. 

ზივზივაძემ ჰეთ-თრიქით თითქმის მარტომ დაამარცხა "ნიურნბერგი". ქართველი არ არის ე.წ. სპრინტერი, მაგრამ უაღრესად მოქნილია და მისი შემობრუნებები მეტოქის საჯარიმოში, სადაც ის წარმოუდგენლად მჭიდროა, მრავლისმეტყველია. თითქოს ერთი ფიგურისგან იყოს შექმნილი. ბურთის ერთდროულად აღება და ტარება, შემდეგ კი მჭიდრო, სწრაფი შემობრუნება - იდეალურია. ეს გვახსენებს მსოფლიო დონის ყოფილ თავდამსხმელს, მჭიდრო სივრცეებში შემობრუნების მეფეს, გოლის მანქანას, გერდ მიულერს.

"კარლსრუეს" მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა, გოლების გარდა, ბუდუს გუნდურობაც გამოჰყო და აღნიშნა, რომ ამაშიც იდეალური იყო.

"გარდა გოლებისა, ის გუნდისთვის ძალიან ბევრს მუშაობდა. საკუთარ ნახევარში ერთხელ სძლია სამ-ოთხ სხვადასხვა მეტოქეს. ეს იყო ქმედება, რომელიც წარმოადგენდა მის დიდ სულს. ზივზივაძე ყოველთვის ყველა მომენტში დიდ ძალისხმევას დებდა. ქართველი დაბრუნდა კარგ ფორმაში და სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ ამისთვის დაჯილდოვდა პირველივე მატჩის დღეს".

"კარლსრუეს" გულშემატკივრები ზივზივაძის გოლს "Buduuuuu" შეძახილით ეხმაურებიან. ჰეთ-თრიქითა და ბრწყინვალე სტარტით იქნებ ზივზივაძე სხვა კლუბების თვალთახედვის არეში მოხვდა?! - ეს სავსებით შესაძლებელია", - წერს გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 25 /
შეცვლებზე მაინც, ლობჟანიძე და ქვილითაიას მაგივრად რო ბუდუ არ გამოიყვანეს ეს იყო უდიდესი დანაშაული, სავარაუდოდ პოლიტიკური შეკვეთა, სხვა ახსნა არ არსებობს, როცა არ ათამაშებ შეცვლაზე მაინც ლუქსებურგთან 2 გოლის ავტორს. ჩეხეთთან რო ლობჟანიძის ადგილზე გათხრიდა მაგ მომენტს 10000% დარწმუნებულივარ
nedved
20:12 05-08-2024
6
ბუდუ მგონი ყველას მაგრად მოსწონს და როგორც სხვა მოთამაშეებს თავის გუნდებში ყველა გულშემატკივრობს, მაგრამ კრიტიკა ხომ უნდა იყოს ჯანსაღი??
1. ხშირად მესმის ტაქტიკა უნდა შეეცვალა და ბუდუ-ჟორჟი ორივე უნდა ეთამაშებინაო, ამას ემატება კვარაცხელია, მათ უკან იყვნენ ქოჩორა-ჩაკვე და კიტე ფაქტიურად ჩამშლელზე. ვერცერთს ვერეხები, ეგ კი არა კიტეს არყოფნაში ჩამშლელი უეჭველი გჭირდება და რას აკეთებ ორ ცენტრალურ მცველზე გადადიხარ? ფაქტია შედეგმა გვაჩვენა რომ ტაქტიკა სწორია, ხოჭოლავა ამბობდა ინტერვიუში სამი ცენტრალური მცველით როდესაც ვთამაშობთ ბევრად დაცულები ვართ, ხოლო წინ ისეთი ხალხი გვყავს სულ არის შანსი რაღაც შექმნან და გოლი გაიტანონო.
2. ბუდუს რომ ეთამაშა უკეთესი შედეგი გვექნებოდაო. ბუდუ არის ძალიან კარგი როცა ბურთი გაქვს და აკონტროლებ თამაშს, როცა კონტრშეტევაზე ათასში ერთი შანსი გეძლევა და უნდა გაიქცე მაშინ ბუდუ ნაკლებად ეფექტურია. ან უკეთესი შედეგი რას ნიშნავს? ბუდუ რომ ყოფილიყო სასტავში ესპანეთს მოვუგებდით?? ჩემი აზრით ამ ტაქტიკით ბევრად მეტი შანსი იყო და მსაჯს ის გოლი რომ არ ჩაეთვალა მეორე ტაიმში ესპანელები უფრო აიჭრებოდნენ და დიდი შანსი იყო ჩაგვებეტონებინა.
3. ვინც მიქაუტაძეზე ამბობს რომ ერთი მეკარის შეცდომით და ორი პენალტით გახდა ბომბარდირიო. რახდება? პირველ რიგში მიქაუტაძე მარტო გოლებით არფასდება და ძალიან კარგად ითამაშა რასაც ყველა აღნიშნავს და მეორე თურქეთთან გოლი ადვილი შესასრულებელი იყო?? ან ვინმეს ჰგონია რომ პენალტების გატანა ადვილია? დღემდე არიციან ნაპოლიში ვის დაარტყმევინონ :D
P.S. პირველ რიგში ვიტყვი იმას რომ შეიძლება ერთი მოთამაშე მოგწონდეს ან თვლიდე რომ იმსახურებს თამაშს, მაგრამ ამით მეორე მოთამაშის შრომას ხაზი არუნდა გადაუსვა. ჩემი აზრით ბუდუც ძალიან კარგი ფორვარდია, დავითაშვილიც მეტ დროს იმსახურებს, აზაროვსაც წავიყვანდი, მიუხედავად გამოუყენებელი მომენტისა ლობჟანიძეც ძალიან კარგი შემტევია - ყველა ვხედავთ რა შედეგები აქვს კლუბში დაბრუნების შემდგომ და მათ გარდა შეიძლება ბევრის მჯეროდეს, თუმცა მწვრთნელი იღებს გადაწყვეტილებას და შემდგომ შედეგითვე ფასდება. მოდით ეხლა ვთქვათ რა იყო შედეგი: გავედით ჯგუფიდან, ვითამაშეთ სანახაობრივი ფეხბურთი, ქომაგის (ნეიტრალური) სიმპატია დავიმსახურეთ, მერვედფინალში შევხვდით მომავალ ჩემპიონს, ყველაზე დიდხანს ვუგებდით და რომ არა მსაჯის შეცდომა შეიძლება მოგვეგო კიდეც. ტურნირიდან გამოვარდნის მერე ექსპერტებიან-გულშემატკივრებიანად ყველა იძახდა რომ საქართველო გვენატრება / დააკლდა ტურნირსო და ამის მერე აკრიტიკებთ მწვრთნელს ტაქტიკისთვის, ზოგი იძახის ფეხბურთელებს და შემადგენლობას სხვები უყენებენო?

მართლა ჰგონია ვინმეს რომ ისეთი შემადგენლობა გვყავს ძლიერი მწვრთნელის გარეშე ამ ყველაფერს შევძლებდით?
გიო
19:31 05-08-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული