უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ანდრეი შევჩენკო ადგილობრივ ჟურნალისტებს შეხვდა და ნაკრების სამომავლო მიზნებზე ესაუბრა.

ყოფილმა ფორვარდმა ეროვნული გუნდის მოქმედ მწვრთნელ სერგეი რებროვს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მათი მიზანი 2026 წლის მუნდიალზე გასვლაა.

ინფორმაციისთვის, უკრაინა ერთა ლიგის B ჯგუფში ჩვენი მეტოქეა და საქართველოს გარდა, ალბანეთთან და ჩეხეთთან ერთად იასპარეზებს.

"მინდა, პირადად ჩემგან და ასოციაციის მხრიდან მწვრთნელსა და მის სტაფს სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო. ჩავატარეთ სანაკრებო კომიტეტის სხდომა, განვიხილეთ ბევრი საკითხი და ვიცით, სად მივდივართ. არის შეცდომები და ჩვენ განვიხილეთ, რა უნდა გავაკეთოთ მომავალში, რომ მას თავი ავარიდოთ. მთავარია სწორი რეაგირება.

ბევრი კარგი სამუშაო გაკეთდა. ეროვნული ნაკრებისთვის და ასოციაციისთვის მინდა განვსაზღვრო შემდეგი მიზნები. სექტემბერში ვიწყებთ ახალ ორწლიან ციკლს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება. მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაა ან შესარჩევი ტურნირის მეშვეობით, ან ერთა ლიგის მეშვეობით. მთავარი იქ მოხვედრაა", - განაცხადა შევჩენკომ.

aburjga
აქ ზოგი საერთოდ აზრზე რომ არ არის ისეთ საკითხებს ნუ განიხილავთ! არ არის საჭირო. უყურე ფეხბურთს, წერე ფეხბურთზე!

უკრაინა უკვე კოლონიად არის გადაქცეული. მილიარდობით მიღებულ კრედიტს არავინ ჩამოუწერს. როგორცაა ნათქვამი:there is no free lunch. უფრო მეტიც, უკრაინა მდიდარ შავ ნიადაგსაც კი ჰყიდის და ერთ-ერთი მყიდველია ამერიკული საინვესტიციო კომპანია Vanguard Group . დაბლა ალჯაზეერა-ს პოდკასტის ბმულია. https://www.aljazeera.com/podcasts/2023/4/7/ukraines-other-land-grab ჰოდა ახლა წარმოვიდგინოთ მიწასაც თუ ჰყიდის, რომელ ეკონომიკის სწრაფად აღდგედაზეა საერთოდ საუბარი
დავით 67
სწორედ მაგაშია უკრაინელი ხალხის სიდიადე, რომ ომი მიდის და აგრძელებენ ნორმალურ ცხოვრებას. ვისაც ბრძოლა შეუძლია ომობს, ვისაც ფეხბურთის თამაში შეუძლია ის თამაშობს, ვინც ექიმია მკურნალობს და ა.შ. ყველა პროფესია საჭიროა. ეხლა ზოგი შტერი გამოხტება და იტყვის ყველამ უნდა იომოსო ანდა უნდა დანებდესო. გაუმარჯოს უკრაინას. საქართველო და უკრაინა მენახოს მუნდიალზე! ღვთის რისხვა მათ ვისაც ომი და სუსტის დაჩაგვრა უნდა.
დავით 67
სოსო-ს!ძალიან მომეწონა შენი კომენტარი. მე დავამატებდი სასამართლოს. თუ სასამართლო არ გაქვს,ინვესტიციას არავინ განახორციელებს. მე პრიორიტეტად ასე ვაყალიბებ.1) განათლება.2) სასამართლო. 3) მრეწველობა. მოდის ერთი მთავრობა ჯიბეში ისვავს სასამართლოს, მოდის მეორე იგივეს აკეთებს. განათლება არავის აინტერესებს, რადგან განათლებული ხალხი ყველა მთავრობისთის სახიფათონი არიან.რაც შეეხება მრეწველობას, ვინც უნდა შექმნას მატერიალური დოვლათი ეკონომიკის მოსაძლიერენლად სულ დარჩენილია 30 000 მდე ადამიანი. ხომ ვართ სტატისტიკის მუხედვით 3 700 000. აქედან პენსიონერები და ბავშვები ( არასულწლოვნები) ნახევარზე მეტია. დარჩა 1 500 000.აქედან 450 000 მეტი თამაშდამოკიდებულია,( მე ამათ გადაგვარებულებს ვეძახი) დავამატოთ ნარკომანები და ლოთები. 200 000 მეტადონის პროგრამაში არიან. მერე სკოლის დამთავრების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი უმაღლესში სასწავლებლად ძირითადად ირჩევენ იურისტის და საფინანსოს პროფესიებს. წელს ასეთი არ ვიცი რამდენი იყო, მაგრამ შარშან 300 000მეტი აბიტურიენტი იყო. და კიდევ რაც მთავარია 1მილიონზე მეტი უცხოეთშია გადახვეწილი და აქ ვინ უნდა შექმნას მატერიალური დოვლათი??? ის გზავნილები წელიწადში რაც არის ეკონომიკას არ ხმარდება. ვინღანღა დარჩა 30ათასი კაციც არ გამოდის. ერთსაც დავამატებ ამ მთავრობის ხელში უამრავი დახმარებაც შეგვიწყვიტეს. გამოხტება მერე ვიღაც და იტყვის არც რუსეთი მინდა და არც დასავლეთი. საქართველოს გაუმარჯოსო შემოსძახებს და ასე ჰგონია ქვეყნის წინსვლის მოდელი. ეგეც განათლების პრობლემაა. აბა როგორ იქნება წინსვლა ეკონომიკაში ( რასაც მთავრობა იტყუება) როცა ქვეყნის იმპორტი 76 % და ექსპორტი 24%.ეგ ყველა ციფრები ჩემი მოგონილი არაა. ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია სტატისტიკის სააგენტოში გადაამოწმოს.მე უბრალოდ დასკვნას ვაკეთებ ამ ციფრებიდან გამომდინარე. ჰო კიდევ ბიუჯეტის ვირთხები ცალკე თემაა))
სოსო
მხოლოდ ფეხბურთი ხომ არ არის?!უკვე მესამე წელია,უკრაინა უმძიმეს ომშია ჩაბმული,ქვეყანა მუდმივად იბომბება,მაგრამ იმდენად ძლიერი ეკონომიკა აქვს,რომ სპორტის ალბათ არც ერთ სახეობაში უკუსვლა არ აქვთ.ჩვენ რომ მრეწეველობა არა გვაქვს,სწორედ ამიტომ არის,რომ ვერც საფეხბურთო ჩემპიონატში და ვერც სხვა დარგებში,დიდი ფულს ვერავინ აბანდებს და სპორტის მრავალი სახეობა,უკვე აღარ გვაქვს,ან სიკვდილის პირასაა.უკრაინას აქვს მრეწველობა,აქვს ძლიერი სამეცნიერო-საინჟინრო პოტენციალი და ომის დამთავრების შემდეგ,სწრაფადვე აღიდგენს დანგრეულს.ის კოლონიად არ გადაიქცევა.საუბედუროდ,საქართველოს საკუთარი მრეწველობა არა აქვს,ჯართის სახით გავყიდეთ,განათლების სისტემაც გავანადგურეთ და სწორედ ამიტომ ვყალიბდებით,ჩვეულებრივ კოლონიურ, ვითომ დამოუკიდებელ ისეთ სახელმწიფოდ,რომელიმე სულელი ელჩის მკვახე გამონათქვამი,ქვეყნის მთავრობის მკვეთრ რყევას რომ იწვევს.მხოლოდ ტურიზმი,თხილი და ღვინო,ქვეყნის მყარ განვითარებას,ვერ უზრუნველჰყოფენ.მხოლოდ განათლების სისტემის გაჯანსაღება და მძიმე მრეწველობაა ის ბერკეტები,რომლის განვითარება,ქვეყნის სტაბილურ განვითარებას უზრუნველჰყოფს და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის სტაბილურ საყრდენად იქცევა.
მასე არაა მთლად
2 თვე იქ რამ გაგაჩერა? გავსებული არის საქართველო უკრაინელი (და რუსი) დევნილებით (დეზერტირებით)და თუ მარტო სირენის ხმა ისმის და მეტი არაფერი ხდება, ესენი აქ რას აკეთებენ? თუ ჩერნოვეცკივით "ქველმოქმედებისათვის" შემოგვრჩა ეს სლავები ქვეყანაში?
G.LA
სიმართლე საერთოდ უჯრაინაში ცხოვრება და გადაადგილებაც სარისკოა თუ გარანტირებულად დაცული გინდა თავი იგრძნო. ცხოვრობს ხალხი თავის ქვეყანაში აბა რა გააკეთონ არ იარსებონ? კიევში და სხვა ქალაქებშიც ჩვეულებრივ მუშაობს მაგალითად რესტორნები და კაფეები ღამის 00:00 საათამდე. მაღაზიები და სხვა დაწესებულებები. ასევე ფეხბურთიც ტარდება სტადიობებზე. სირენის დროს დაწესებულია თავშესაფარში წასვლა, მაგრამ ბევრი შეეჩვია ასეთ ცხოვრევას და ყურადღებას არ აქცევენ. მე ვიყავი შარშან 2 თვე და სირენების გარდა იქ ომი არანაირად არ იგრძნობოდო. უკრაინა დიდი ქვეყანაა და საქართველოსთან შედარება არაა სწორი.
მახო
21 დეკემბერს .
რატი
და ვისი გვჯერა... მითხარით, ვისი გვჯერა???

მეზღვაური
მეგობრებო ხომ არ იცით მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა როდის იქნება?წესით ნოემბერში უნდა იყოს ხო?
ILO
კიდევ რა გაგეხარდება-ალბათ საეთოდ ფეხბურთზე კი არა ყველაფერზე უარი თქვან და მათ შორის ბრძოლაზე, რუსებს ფეხქვეშ გაეგონ და რუს ტურისტებს ბორშჩის, სალითა და დენ პადის ჰანგებით უმასპინძლონ. ისე 2008-ში, ომის დროს შეიძლება საჭმელი არ ჰქონდა და იმიტომ ვერ ჭამდი,თორემ რაც კუჭის პატრიოტი სჩანხარ ქე ეტყობა შენ კომენტს....
ფსევდო სიმართლეს
ბარე გინდა რო შეწყვიტონ ჩემპიონატი და რუსეული ტანკები აგრიხინდენ კიევში მარა ვერ ეღირსები

სიმართლე არა შაბლა.საიდან მოდიხართ ეს უწიგნური ხალხი?
Degraf
moica ra , an ar gezareba es sibrdzne? daelode matchebs da vuyurot tamashs.
ოვანეს თუმანიანი
უნდა დავადოთ. აქ მაინც ყველა ვარიანტში. კვარაზე, ბუდუზე, კიტეზე და ჟორჟიკაზე ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული. დაცვაც ახლიდანაა ჩამოსაყალიბებელი. არ მჯერა ამ სანიოლის და გინდა მომკალი. ძლიერი მწვრთნელი კიდევ მოასწრებდა რამეს. არის დრო ჯერ კიდევ.
ბათუმელი ექსპერტი
დედას გაფიცებ რა დაწერე გადმოგვითარგმნე
გიო
ის ხო არ უთქვამს აქ ჩაატარეთ მსოფილო ჩემპიონატიო. უბრალოდ გასვლა გვინდაო. თუ უსაფრთხო არ იქნება, ესენიც პოლონეთში (ან სადმე) უმასპინძლებენ სხვა გუნდებს.
სიმართლე
2008ში სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი კი არა ნორმალურად ჭამის სურვილიც არ მქონდა იმ დღეებში ესენი კიდე ჩემპიონატსაც კი არ აჩერებენ მიუხედავად იმისა რამდენჯერ მატჩი განგაშის გამო შეწყდა თქვენი არ ვიცი მარა მე ეს არ მესმის საავადმყოფოებისკენ დამიზნულს ვერაფერს უხერხებენ და სტადიონზე მიტუმეტეს ხო უფრო მეტი რისკია არა აბა რატო მარტავენ მაშინ უკრაინული კლუბები ევრო თასების მატჩებს პოლონეთში ? და ეროვნული ჩემპიონატის მატჩი საშიში არ არის?
ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
პსჟ-ში ზაბარნის გადასვლა ჩაშლის პირასაა
ნინო ელოშვილი მოლდოვაში იმსაჯებს
კაზემირომ შესაძლოა, საუდის არაბეთს მიაშუროს
ტეო ერნანდესის შემცვლელი - "მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს
საქმეში პირადად ინძაგი ჩაერთო - "ალ-ჰილალი" ოსიმენის დამატების იმედს არ კარგავს
მამარდაშვილის "ლივერპული" კიდევ უფრო ძლიერდება - კერკეზი კარიერას "ენფილდზე" გააგრძელებს
[VIDEO] 38 წლის ლუის სუარესის შედევრი "პალმეირასთან"
პსჟ შეიძლება ორმა მეკარემ დატოვოს
ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სიეტლთან" მატჩში?
კვარაცხელია VS მესი - საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში პსჟ მაიამის "ინტერს" დაუპირისპირდება
[VIDEO] ხვიჩას კურიოზული გოლი - პსჟ-მ "სიეტლ საუნდერსს" მოუგო და პლეი-ოფში გავიდა
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "სიეტლ საუნდერსს" 1:0 ამარცხებს
"სიეტლთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
გოჩოლეიშვილი "შახტარში" დროებით დაბრუნდა?
პსჟ-მ შეიძლება სომეხი ფეხბურთელი შეიძინოს - ლუის ენრიკე სწრაფ შემტევს ეძებს
7-კაცა და 7-ქალა | ჯგუფები და შემადგენლობები ჰამბურგში
მიქაუტაძე "მანჩესტერს" სჭირდება - ინგლისური გამოცემა "იუნაიტედს" ქართველის შეძენას ურჩევს
ბასილაშვილმა გაიმარჯვა, ფურცელაძე დამარცხდა - უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას ერთი ქართველი გააგრძელებს
"მოგწონთ რაც იამალმა გააკეთა? მე არ მომწონს" - გუტიმ "ბარსელონას" ვარსკვლავზე ისაუბრა
შევჩენკოს სიძემ უკრაინის დატოვების სანაცვლოდ, სავარაუდოდ, 20 ათასი დოლარი გადაიხადა
შევჩენკოსა და კიდევ სამ ფეხბურთელს დღეს "მილანის" დიდების დარბაზში შეიყვანენ
შევჩენკო უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრად არ აირჩიეს
"ის დღეს ჭირისუფალია" - კალაძემ შევჩენკოს უპასუხა
ანდრეი შევჩენკო: მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს, კალაძე ჩემთვის არ არსებობს
პაველკომ სასამართლო დავა მოიგო - უკრაინის ხელისუფლებას მისთვის ფულადი კომპენსაციის გადახდაც მოუწევს