"კონტეს ოცნება? - გიორგი მამარდაშვილი" - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ქართველ მეკარეზე წერს

AutoSharing Option
"ნაპოლის" ახალი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე "ვალენსიას" კარის დარაჯის, გიორგი მამარდაშვილის ყიდვაზე ოცნებობს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯერარდო ფასანო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ნაპოლი" ამ ეტაპზე კეპა არისაბალაგას აკვირდება, თუმცა კონტესთვის მამარდაშვილი ოცნების ტრანსფერია.

"აქამდეც ვამბობდით, რომ "ნაპოლი" კეპას ყურადღებით აკვირდება, შესაძლოა ესპანელი ოსიმენის გარიგების ნაწილიც გახდეს, ნიგერიელი "ჩელსის" მიაშურებს, ლუკაკუ და კეპა კი "არისტოკრატებიდან" "პარტენოპეიში" აღმოჩნდნენ. თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ანტონიო კონტეს ერთი ოცნება აქვს - ეს გიორგი მამარდაშვილია. კონტეს მისი "ნაპოლიში" ხილვა ძალიან სურს", -
წერს ფასანო.

შეგახსენებთ, "ვალენსია" ამ ზაფხულს გიორგი მამარდაშვილის გაყიდვის წინააღმდეგი სულაც არაა, "ღამურები" "მამარდას" სანაცვლოდ მინიმუმ 35 მილიონ ევროს ითხოვს. ბოლოს ქართველი მეკარე "ლივერპულს" დაუკავშირეს, Relevo-ს ცნობით, "სქაუზერები" "მამარდას" ყიდვას და ერთწლიანი იჯარით მის "ბორნმუთში" გაშვებას გეგმავს. 

altსაქმე სერიოზულადაა - "ლივერპული" მამარდაშვილის ტრანსფერზე "ვალენსიასთან" მოლაპარაკებას იწყებს

altოფიციალურად: "ჩელსიმ" ახალი მეკარე დაიმატა და ლონდონურ გუნდში მამარდაშვილის გადასვლა გამოირიცხა

altმამარდაშვილი "ატლეტიკოში" გამოირიცხა? - მადრიდელები თანაქალაქელის მეკარის დამატებაზე მუშაობენ

მკითხველის კომენტარები / 10 /
დაანებეთ თავი ჭორაობას ყველაფერი გაირკვევა 1 სერტემბრისთვის ტრანსფერები რომ დამთავრდება
მამუკა
13:02 08-08-2024
2
კონტე მუნჯი არ არის. თვითონ ეთქვა აქამდის. ეს ჟურნალისტები ვითომ რამე იციან, უბრალოდ ხალხს ატყუებენ და საპნის ბუშტებს უშვებენ ))

ჩემი აზრი. კონტეს ჯერ ნაპოლი და კვარა არ გაუბრწყინებია. ეხლა მამარდაც არ გადაჩეხოს. მენანება მამარდა ნაპოლიში და კონტესთან.
მამარდა დიდი გემია და დიდ წყლებში უნდა დაცურავდეს. ჩემპიონთა ლიგაში სულ ცოტა.
გია_544
12:23 08-08-2024
0

სიახლეები პოპულარული