"ნაპოლი" სეზონს თასის მატჩით და პრობლემით იწყებს - სავარაუდო შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
"ნაპოლი" დღეს სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს - თასზე სერია B-ს "მოდენას" უმასპინძლებს.

მიუხედავად ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში "ჟირონასთან" 0:2 დამარცხებისა, გულშემატკივრები იმედგაცრუებული არ არიან, Il Mattino-ს ცნობით, ყველა ბილეთი გაყიდულია და სტადიონზე საყვარელ გუნდს 50 000 გულშემატკივარი დაუჭერს მხარს.

ისევ არ ითამაშებს ვიქტორ ოსიმენი, რომელიც საწვრთნელ ბაზაზე იმყოფებოდა, მაგრამ გუნდთან ერთად ავტობუსით კი არა, არამედ ტაქსით დაბრუნდა ქალაქში. როგორც იტყობინებიან, იმის გამო, რომ ხვიჩა კვარაცხელია არ მიყიდეს, "ნაპოლის" პსჟ-სთან ურთიერთობა გაუფუჭდა და პარიზულ კლუბში ნიგერიელის ტრანსფერი გამორიცხულია. მას მხოლოდ საუდის არაბეთის
"ალ ჰილალი" იწვევს. ამასობაში დაუსრულებელ მოლოდინში მყოფი რომელუ ლუკაკუ ინდივიდუალურად ვარჯიშობს და იმედს არ კარგავს.

"მოდენასთან" ცენტრფორვარდის პოზიციაზე მწვრთნელი ანტონიო კონტე კვლავ ჯაკომო რასპადორის ათამაშებს, რაც საუკეთესო ვარიანტი არ არის, მაგრამ სხვა არჩევანი არ არსებობს.

Tutto Napoli-ს მტკიცებით, კონტე შემდეგ სასტარტო შემადგენლობას დააყენებს: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ბონჯორნო, მაზოკი, ლობოტკა, ანგისა, სპინაცოლა, პოლიტანო, კვარაცხელია, რასპადორი.

დაპირისპირება "დიეგო მარადონაზე" საქართველოს დროით 23:15 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვერ არის კარგად საქმე!
მწვრთნელი
11:40 10-08-2024
0
ჩვენი "კლავიატურის ლომების"აზრით,კონტეს თურმე არაფერი ესმის..
სეზონის ბოლოს,მაის-ივნისში ვნახავთ,როგორ იჭიკჭიკებენ,როცა "ნაპოლი",ხვიჩას თამადობით, მაგარ შედეგებს დადებს.
ბრაზი
11:20 10-08-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული