"როდესაც ეს დე ლაურენტისმა გაიგო, პსჟ მაშინვე ამხილა" - იტალიური გამოცემა "ნაპოლის" შემტევ დუეტზე წერს

AutoSharing Option
"ნაპოლის" შემტევმა ვიქტორ ოსიმენმა რამდენიმე დღის წინ "პარი სენ ჟერმენთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და ამჟამად კლუბებს შორის მოლაპარაკებას ელოდება. "პარტენოპეი" და პსჟ ფეხბურთელის სატრანსფერო ფასზე ვერ თანხმდებიან.

მოგეხსენებათ, "პარი სენ ჟერმენს" თავდაპირველად ნეაპოლელთა გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა სურდა, თუმცა მის ტრანსფერს "ნაპოლის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ვეტო პირადად დაადო.

ცნობილი იტალიური გამოცემის Il Mattino-ს მტკიცებით, პსჟ ქართველთან მოლაპარაკებებს ფარულად აწარმოებდა, მაგრამ ეს ამბავი ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა შეიტყო და ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის საჯარო გახადა.

ამის შემდეგ კინოპროდიუსერმა
წესების დარღვევაზე საუბარი დაიწყო, რადგან ფეხბურთელის მსურველ კლუბს მოთამაშესთან მოლაპარაკებების ფარულად გამართვის უფლება არ აქვს.

შეგახსენებთ, Areanapoli-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ქართველი "პარტენოპეისთან" კონტრაქტს 2029 წლამდე გაახანგრძლივებს, მისი ხელფასი კი 7 მილიონამდე გაიზრდება.

alt"ჯუღელმა მიზანს მიაღწია - "კვარას" კონტრაქტი მოთხოვნის შესაბამისად დაკმაყოფილდება" - იტალიური მედია

alt"ნაპოლი" სეზონს თასის მატჩით და პრობლემით იწყებს - სავარაუდო შემადგენლობა ცნობილია

altცნობილი გახდა, ითამაშებს თუ არა ხვიჩა "მოდენასთან"

მკითხველის კომენტარები / 1 /
27 ნომერი აწერია?
გია_544
11:32 10-08-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული