"ეს მხოლოდ დროის ამბავია" - "ნაპოლის" ახალწვეულმა ქართველზე ისაუბრა

AutoSharing Option
გუშინ, "ნაპოლიმ" კოპა იტალიაზე "მოდენა" პენალტების სერიაში დაამარცხა, მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" ახალწვეულმა ლეონარდო სპინაცოლამ Radio CRC-სთან ინტერვიუში შეხვედრა შეაფასა და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა.

"მარადონაზე" ჩატარებული პირველი ტაიმის ემოციები არასდროს დამავიწყდება. ეს მატჩი შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ. რა იქნება საჭირო "ვერონას" დასამარცხებლად? უფრო სწრაფ ტემპში უნდა ვითამაშოთ და საჰაერო დუელები მოვიგოთ.

ვფიქრობ, რიგ ეპიზოდებში ჩემი და "კვარას" პოზიციების გაცვლა, სარგებელს ყველას მოუტანს. მწვრთნელის დავალებით, ზემოთ თამაში მიწევს. მოედანზე ჩემი და ხვიჩას შეთამაშება კიდევ უფრო გაუმჯობესდება, ეს
მხოლოდ დროის ამბავია", - განაცხადა სპინაცოლამ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მომდევნო მატჩს სერია A-ში გამართავს. კონტეს გაწვრთნილი გუნდი ჩემპიონატის გახსნით შეხვედრას 18 აგვისტოს, "ვერონას" წინააღმდეგ გამართავს.

altხვიჩას გადამწყვეტი პენალტი - "ნაპოლიმ" თასზე "მოდენა" თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული