ხვიჩას გადამწყვეტი პენალტი - "ნაპოლიმ" თასზე "მოდენა" თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის თასზე „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე სერია B-ს „მოდენას“ პენალტების სერიაში სძლია.

მასპინძლები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, განუწყვეტლივ უტევდნენ, მაგრამ მომენტების შექმნა უჭირდათ. პირველი შანსი სტუმრებს მიეცათ, როდესაც პალუმბოს დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. კვარაცხელია თამაშს ამწვავებდა, ორჯერ დაარტყა კარში, მაგრამ ბურთს მეკარე გაგნო დაეუფლა.

შესვენების შემდეგ „ნაპოლიმ“ ზეწოლა გააძლიერა, ხვიჩას ეუხეშებოდნენ, ისევ არ დაანება გატანა გაგნომ. მწვრთნელმა კონტემ რასპადორი სიმეონეთი შეცვალა. აშკარა იყო, რომ ცენტრფორვარდის გარეშე ნეაპოლურ გუნდს იერიშების დაგვირგვინება უჭირდა. "კვარას" საჯარიმოში ჩაწოდებებზე პარტნიორები ვერ იხსნებოდნენ. ბოლოს კვარაცხელია საჯარიმოში
წააქციეს, თუმცა მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, რეგლამენტის მიხედვით ექსტრა ტაიმების გარეშე თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა, რომელშიც "ნაპოლიმ" გაიმარჯვა. ნეაპოლელთაგან დი ლორენცომ, ნგონჟიმ, სიმეონემ და კვარაცხელიამ გაიტანეს - ერთადერთი პენალტი ჩედირამ ვერ გამოიყენა. მერეტმა ორი დარტყმა მოიგერია. ერთი სიტყვით, გადამწყვეტი ხვიჩას გატანილი გამოდგა, რომელიც ორივე გუნდში ყველაზე აქტიური გახლდათ.

ქართველმა ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო - Sofascore 9.2. flashscore 8.4.

1/8-ფინალში "ნაპოლი" "პარმასა" და "პალერმოს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

18 აგვისტოს, სერია A-ს პირველ ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „ვერონას“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - მოდენა 0:0 (პენ 4:3)

alt"როდესაც ეს დე ლაურენტისმა გაიგო, პსჟ მაშინვე ამხილა" - იტალიური გამოცემა "ნაპოლის" შემტევ დუეტზე წერს

მკითხველის კომენტარები / 12 /
ყოჩაღ, ხვიჩა. რომ ურტყავდა მეკარეს უყურებდა და არა _ ბურთს, ეტყობა ჩელეს რჩევა გაითვალისწინა. კარგია, ასე უფრო მეტ პენალტს გაიტანს და მთავარი პენალტისტი იქნება! წარმატებები ხვიჩა!
გია
17:27 11-08-2024
2
9,2-ს ჰეთ-თრიკის შემსრულებელს არ უწერენ, რა უთამაშია!
ბადრი
12:32 11-08-2024
4

სიახლეები პოპულარული