"კვარაცხელიას ხარისხი უზარმაზარია და ჯერ ბოლომდე არ გვინახავს" - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" ბოლო ორ მატჩში, "ჟირონასთან" და "მოდენასთან" შთამბეჭდავად ნამდვილად ვერ ითამაშა. მიუხედავად ამისა, ნეაპოლური გუნდის ყოფილი მწვრთნელის, ვალტერ ნოველინოს აზრით, მათ წარმატებული სეზონი ელით. ამის შესახებ მან რადიო CRC-ის ეთერში ისაუბრა:

"ანტონიო კონტე ძალიან კარგად იცნობს სერია A-ს, ნაპოლის" და აურელიო დე ლაურენტისს, რომელმაც ვიქტორ ოსიმენის პრობლემა უნდა გადაჭრას. ცხადია, არსებობს სირთულეები, თუმცა დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი საბოლოო ჯამში ყველაფერს გააკეთებს ისეთი გუნდის შესაქმნელად, რაც კონტეს ჩემპიონატის მოგების საშუალებას მისცემს.

ხვიჩა კვარაცხელია კონტესთან თამაშის სტილს შეიცვლის? სამოქმედოდ მეტი თავისუფლება აქვს და
ეს ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ახალი ფორმაციისას მას შეტევითი შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენის მეტი შესაძლებლობა ექნება. მჯერა, ყოველივე ქართველს დიდ მოტივაციას შესძენს და შანსი მიეცემა დაამტკიცოს, რომ მისი ხარისხი კიდევ უზარმაზარია და ყველაფერი ჯერ არ გვინახავს. სკუდეტო? მოდით, ამ თემაზე ისევ 30 აგვისტოს შემდეგ დავილაპარაკოთ".

alt"ეს არავითარ შემთხვევაში არ გააკეთო"- ნიგერიელი წინასწარმეტყველი ოსიმენს აფრთხილებს

alt"ჩუმად იყავი, სანამ "კვარაზე" უკეთეს ფეხბურთელს არ დავასახელებ" - ნახეთ, იტალიის ნაკრების ყოფილი შემტევის არჩევანი [VIDEO]

alt"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

altკვარაცხელია ჩემპიონატს საყვარელი მეტოქით იწყებს, ტრანსფერის მოლოდინის გამო მამარდაშვილის ნაცვლად "ბარსასთან" დიმიტრევსკის ელიან...

მკითხველის კომენტარები / 4 /
ფისიქოლოგი აიყვანე ქვიჩა მსოფლიოში გახდები ნომერ პირველი ფეხბურთელი დამჯერე გჭირდება ფსიქოლოგი ფსიქოლოგიურად რო იქნები მდგრად შენი შენი შემჩერებელი არავინ იქნება წარმატებები ქვიჩა
qomagi
09:51 18-08-2024
0
Ევროპა ხო ჩაისვარა.ეხლა ნახავთ ჩასვრას.ერთ ფინტს გააკეთებს და მთელი სექტა ზეიმობთ.იმის მერე პენალტი როგორც დაარტყა ამაზე როგორ უნდა თქვა მაგარი ფეხბურთელიაო ვერ ვიგებ
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა"
12:28 17-08-2024
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული