ხვიჩა მწყობრიდან გამოიყვანეს - "ნაპოლიმ" სერია A საშინელი მარცხით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს პირველ ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „ვერონასთან“ 0:3 დამარცხდა.

სტუმრები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, განსაკუთრებით კვარაცხელია აქტიურობდა, რომელსაც ეუხეშებოდნენ და ტშატშუას ყვითელი ბარათი მიაღებინა. თუმცა, ნეაპოლელებს სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდათ. პირველი შანსი ანგისას მიეცა, მაგრამ მან დი ლორენცოს ჩაწოდებული ბურთი მიზანს ააცილა. შემდეგ ანგისამ მეკარის შეცდომით ვერ ისარგებლა და საჯარიმოს გარედან ცარიელ კარში ვერ გაიტანა. ცოტა ხანში კარგი კომბინაცია ლობოტკამ ვერ დააგვირგვინა. მერე ხვიჩა მეკარე მონტიპოსთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ბოლო მომენტში მის მიერ დარტყმული ბურთი ტშატშუამ დაბლოკა. თან "კვარას" მცველი შეეჯახა,
სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა მოედანი და რასპადორიმ შეცვალა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ლივრამენტომ ჟუან ჟეზუსს დაასწრო და მასპინძლები დააწინაურა. „ნაპოლის“ მალევე შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, თუმცა ანგისამ ბურთი ხარიხას გაარტყა. 75-ე წუთზე კი მოსკერა მცველებს გაექცა და მერეტის კარი დალაშქრა. მოსკერას მალე გატანა მერეტმა არ დაანება, მაგრამ მან კომპენსირებულ დროში დუბლი მაინც შეასრულა.

25 აგვისტოს „ნაპოლი“ „ბოლონიას“ უმასპინძლებს.

ვერონა. „მარკ ანტონიო ბენტეგოდი“
ვერონა - ნაპოლი  3:0
გოლები: 1:0 ლივრამენტო (50), 2:0 მოსკერა (75), 3:0 მოსკერა (90+3)

altკვარაცხელიასა და მიქაუტაძის მატჩის დღე! - შეხვედრები, რომელიც დღეს და ხვალ დიდ ინტერესს იმსახურებს

მკითხველის კომენტარები / 22 /
მაინტერესებდა ერის აზრი და კომენტარებს გადავხედე,ზოგი სიყვარულში უტყდება კვარას და ზოგი იმდენ სისულელეს წერს,ამ ქვეყნის საშველი ჯერ ვერ დადგება. ფეხბურთში ჩახედული ადამიანი ეგრევე მიხვდება,ამ მარცხის მიზეზსაც და იმასაც რო ერთი თამაშით მთლიანი სეზონი არ უნდა შეაფასო ან პროგნოზი გააკეთოთ. კონტე არის უმღლესი კლასის მწვრთნელი,თუმცა მივიდა გუნდში,რომელმაც სამი მწვრთნელი გამოიცვალა,აბარდაგებული სიტუაცია და დაბალი დონის რიგი ფეხბურთელი. ამას დავუმატოთ ის ფაქტი რო ყველაზე დიდი ხელფასის მქონე ფეხბურთელი არ თამაშობს და წასვლაზე უჭირავს თვალი. თავის ჭკუაზე მოაწყობინონ გუნდი და განახებთ,თუ არ იქნება ნაპოლი ანგარიშგასაწევი ძალა ამ სეზონში. ნერეში დაიმატეს და პოლიტანო სკამზე გადაჯდება,სიმოენე ძალიან სუსტად გამოიყურება და ეს ორი პოზიცია განსაზღვრავს კვარას და ნაპოლის თამაშსაც. რაც შეეხება კვარას ამბავს,იმ კოპოლას წითელი ეკუთვნოდა,განზრახ უხეშობა იყო და ეს ყველამ გაატარა,მათ შორის ნაპოლის ფეხბურთელებმა,როცა გუნდელები უნდა გიცავდნენ პირველრიგში. მისულიყავი და კაკასთვის გაგეკეთებინა ეგეთი რამე,გატუზო გამოფატრავდა ნებისმიერს. ეს იტალია,აქ არც მცველის მოსდის რამე შემთხვევით და არც აბაროტზე აკრიტიკებენ ფეხბურთელებს. იმედია რო ცუდი არაფერია და მალე მომჯობინდება. დაველოდოთ მაისს,კვარას საუკეთესო სეზონი იქნება და მერე გამობრძანდით,მერე ვისაუბროთ.
იასონას უდარი
05:27 19-08-2024
0
ნაპოლის ხელმძღვანელობას მოგება უნდა და გოლის გამტანი არავინაა. როგორ შეიძლება მოგება გინდოდეს და ცენტრფორვარდი არ გყავდეს. მე ამაში კონტეს ვამტყუნებ. ხვიჩა რომ დაატოვებინა, ოსიმენს რას ერჩოდა. ხომ ხედავენ რომ ვერ ყიდიან, რატომ არ უნდა ათამაშონ ოსიმენი? ცოდოა ხვიჩა, ყველაფერი მის კისერზე გადადის.
დავით 67
04:47 19-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული