"ფანებს ბოდიშს ვუხდი, ეს პრობლემები ადვილად ვერ მოგვარდება, რაც შეეხება "კვარას"..."- რა თქვა კონტემ "ვერონასთან" მარცხის შემდეგ?

AutoSharing Option
სერია A-ს პირველ ტურში "ნაპოლი" სტუმრად "ვერონასთან" 0:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ Sky Sport-თან ინტერვიუში შეხვედრა შეაფასა.

"პირველ ტაიმში მხოლოდ ჩვენ ვთამაშობდით, მეორე ნახევარში კი ყველაფერი გაუარესდა. ასეთი თამაში მიუღებელია და გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი. ყველა მხრივ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს. აქ იმისთვის ვარ, რომ "ნაპოლის" დავეხმარო, თუმცა პრობლემები რომლებიც აქ დამხვდა, ადვილად ვერ მოგვარდება.

რაც შეეხება "კვარას", მან თავის არეში დარტყმა მიიღო და შეცვლა თავად მოითხოვა. მის მდგომარეობას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. თუმცა ახლა თავს კარგად გრძნობს.

ოსიმენი? მასზე კლუბის ხელმძღვანელობას უნდა ჰკითხოთ და არა მე. ვიქტორი განცალკევებით ვარჯიშობს. ამ შემთხვევაში მე უბრალოდ მაყურებელი ვარ და სიტუაციას ვაკვირდები", - განაცხადა კონტემ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" ჩემპიონატში მორიგ მატჩს 24 აგვისტოს, "ბოლონიას" წინააღმდეგ გამართავს.

altნებადართული ნადირობა კვარაცხელიაზე - როგორია მისი მდგომარეობა?

altხვიჩა მწყობრიდან გამოიყვანეს - "ნაპოლიმ" სერია A საშინელი მარცხით დაიწყო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
Konte saxrchobelashi gayo tavi misdauneburad
Juve
00:58 20-08-2024
0
მაგი სოლომონ ბრძენი კი არაა, კონტეა. შარშანდელ შემადგენლობას, რომ კიდევ დააკლებ და არაფერს დაამატებ, მწვრთნელმა რა ქნას? ერთი უხელფასო ხვიჩა ყავს და რა ქნას ერთმა ხვიჩამ, მით უმეტეს თუ თავსა და ფეხებში ასე გამეტებით ურტყამენ?
ჟორა
19:17 19-08-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული