სერია A-ს პირველ ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „ვერონასთან“ 0:3 დამარცხდა.
სტუმრები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, განსაკუთრებით კვარაცხელია აქტიურობდა, რომელსაც ეუხეშებოდნენ და ტშატშუას ყვითელი ბარათი მიაღებინა. თუმცა, ნეაპოლელებს სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდათ. პირველი შანსი ანგისას მიეცა, მაგრამ მან დი ლორენცოს ჩაწოდებული ბურთი მიზანს ააცილა. შემდეგ ანგისამ მეკარის შეცდომით ვერ ისარგებლა და საჯარიმოს გარედან ცარიელ კარში ვერ გაიტანა. ცოტა ხანში კარგი კომბინაცია ლობოტკამ ვერ დააგვირგვინა. მერე ხვიჩა მეკარე მონტიპოსთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ბოლო მომენტში მის მიერ დარტყმული ბურთი ტშატშუამ დაბლოკა. თან "კვარას" მცველი შეეჯახა, სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა მოედანი და რასპადორიმ შეცვალა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ლივრამენტომ ჟუან ჟეზუსს დაასწრო და მასპინძლები დააწინაურა. „ნაპოლის“ მალევე შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, თუმცა ანგისამ ბურთი ხარიხას გაარტყა. 75-ე წუთზე კი მოსკერა მცველებს გაექცა და მერეტის კარი დალაშქრა. მოსკერას მალე გატანა მერეტმა არ დაანება, მაგრამ მან კომპენსირებულ დროში დუბლი მაინც შეასრულა.
25 აგვისტოს „ნაპოლი“ „ბოლონიას“ უმასპინძლებს.
ვერონა. „მარკ ანტონიო ბენტეგოდი“
ვერონა - ნაპოლი 3:0
გოლები: 1:0 ლივრამენტო (50), 2:0 მოსკერა (75), 3:0 მოსკერა (90+3)
კვარაცხელიასა და მიქაუტაძის მატჩის დღე! - შეხვედრები, რომელიც დღეს და ხვალ დიდ ინტერესს იმსახურებს
აშკარად იცოდა ვერონის დაცვამ ხვიჩასთან უხეშობისთვი არავინ დასჯისა.