კვარაცხელია სასწრაფოდ თბილისში გამოფრინდა

AutoSharing Option
AreaNapoli "რეპუბლიკაზე" დაყრდნობით იტყობინება, რომ "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია მეუღლის მშობიარობის გამო სასწრაფოდ თბილისში გამოფრინდა.

გამოცემის ცნობით, კვარაცხელია "ვერონასთან" მიღებული ტრავმის შემდეგ საავადმყოფოში იმყოფებოდა, როგორც ჩანს, სერიოზული არაფერი სჭირს და კლუბის ნებართვით სამშობლოში გამოემგზავრა.

აღნიშნულია, რომ ხვიჩა ნეაპოლში დაბრუნებისთანავე სამედიცინო შემოწმებას გაივლის და დიდი ალბათობით 25 აგვისტოს "დიეგო მარადონაზე" "ბოლონიასთან" ითამაშებს, რამეთუ ცენტრალური თავდამსხმელის არყოფნისას, გუნდისთვის ქართველის გარეშე დარჩენა, კიდევ უფრო მეტ პრობლემას შექმნის.

მკითხველის კომენტარები / 10 /
იმრავლოს თქვენმა ოჯახმა!!!
tngh
19:19 20-08-2024
0
ხვიჩა ჯამრთელობას გისურვებთ თქვენს ოჯახს მეუღლეს და ახალшობილს ბევრი მოგველოცოს ბავшვები ფეხბურთელები და გოგონები чადრაკის მოთამაშეები ჯამრთელობა ყველას
მერაბი ბებია გარახა чხოროცყუ
18:40 20-08-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული