საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა გიორგი დემეტრაძემ გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა, რომელსაც "ლივერპული" "ვალენსიასგან" შეიძენს.
"მამარდაშვილით არა მხოლოდ "ლივერპული", არამედ ბევრი გუნდი იყო დაინტერესებული. ის ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ, თუ საუკეთესო არა. ტურნირზე ბევრი რამ გააკეთა. "ლივერპულში" გადავა, ამაში დარწმუნებული ვარ. ეს სრულიად დამსახურებულია.
ევროზე ბევრი მეკარე არ ბრწყინავდა. პლუს ესპანეთის გასულ ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. აგვისტოს ბოლომდე აუცილებლად "ლივერპულში" იქნება", - ციტირებს დემეტრაძეს "ჩემპიონატი".