დემეტრაძე: მამარდაშვილმა დაიმსახურა და მალე "ლივერპულში" იქნება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა გიორგი დემეტრაძემ გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა, რომელსაც "ლივერპული" "ვალენსიასგან" შეიძენს.

"მამარდაშვილით არა მხოლოდ "ლივერპული", არამედ ბევრი გუნდი იყო დაინტერესებული. ის ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ, თუ საუკეთესო არა. ტურნირზე ბევრი რამ გააკეთა. "ლივერპულში" გადავა, ამაში დარწმუნებული ვარ. ეს სრულიად დამსახურებულია.

ევროზე ბევრი მეკარე არ ბრწყინავდა. პლუს ესპანეთის გასულ ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. აგვისტოს ბოლომდე აუცილებლად "ლივერპულში" იქნება", - ციტირებს დემეტრაძეს "ჩემპიონატი".

მკითხველის კომენტარები / 2 /
დემეტრაძე გასწიე შენი ბინძური ხელები მამარდასგან! ფეხებიც!
ილარიონა
23:28 22-08-2024
2
არ გააკაროთ დემეტრაძე და სხვა ქართველი მაფიოზები მაგ ბიჭს,თორემ დაღუპავენ.
Giusha 3232
21:55 22-08-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული