მთელი "ლიონი" ტრანსფერზე - შეიძლება მიქაუტაძეც გაყიდონ

AutoSharing Option
"ეკიპის" ცნობით, "ლიონმა" ფეარ პლეის დასაცავად 31 აგვისტომდე 100 მილიონი ევროს ოდენობის თანხა უნდა გამოიმუშავოს, სახელფასო განაკვეთი შეამციროს და ამიტომ ყველა ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა.

წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბს DNCG-ისგან (ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია საფრანგეთში პროფესიული ასოციაციული საფეხბურთო კლუბების ანგარიშების მონიტორინგსა და ზედამხედველობაზე) ფინანსური სანქციები არ ასცდება.

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "ლიონმა" ჯეკ ო'ბრაიენისა (ევერტონი) და სკელი ალვეროს (ვერდერი) გაყიდვის შედეგად 25 მილიონი მიიღო, სხვა ფეხბურთელების გასხვისებაც მოუწევს და არავინაა ხელშეუხებელი.

შეგახსენებთ, "ოლიმპიკმა" ახლახან გიორგი მიქაუტაძე "მეცისგან" 18.5 მილიონ ევროდ შეიძინა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
მოკლედ გიომ თვითონ გაიჩალიჩა თავის თავს, მონაკოში მიდიოდა რომელიც ბევრად უფრო სტაბილური გუნდია და ძირითადშიც ადვილად დაიმკვიდრებდა თავს, აგენტიც ეხვეწებოდა მონაკოო. მეორედ უკვე რა უაზრო გადაწყვეტილება მიიღო. ან ეს ლიონი რო ყიდულობდა პანტაპუნტით ფეხბურთელებს არ იცოდნენ ეს?
nedved
00:56 23-08-2024
0
არა ეხლა ამას რა ქვია გამაგებინეთ!? დავიჯერო არ იცოდა ეს ყველაფერი? ლიგაზე მოთამაშე გუნდს როგორ უნდა ამჯობინო თურმე ეს უკვე გაფარჩაკებული სბროდი!
KOSTAKURTA
23:34 22-08-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული