მიქაუტაძის ყველაზე დაბალი შეფასება უმაღლესით შეიცვლება! - ...სრულ წყვდიადს შეერწყა, გულისცემას არეგულირებ...

AutoSharing Option
ამერიკელ მწერალ ლემონი სნიკეტს წიგნი ასეთი სათაურით აქვს - "ცუდი დასაწყისი". იქ მთავარი ისაა, რომ მოქმედი პირები უიღბლობას მაგნიტივით იზიდავენ. გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებით სწორედ ეს არ უნდა მოხდეს, მან უმოკლეს დროში უნდა დაძლიოს ის იმედგაცრუება და არგამართლება, რაც "ლიონში" დაბრუნების შემდეგ განიცადა, უნდა გადაავიწყდეს. ამ საქმეში მის გვერდით მყოფ ადამიანებსაც დიდი მნიშვნელობა აქვთ და გაზრდილი როლი მწვრთნელსა და თანაგუნდელებზეცაა. "აიაქსის" ნეგატიური გამოცდილება პოზიტიურად ვაქციოთ.

მიქაუტაძე შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელებში პასიურია. სიჩუმე გააზრების საშუალებას გაძლევს, თუმცა, დამთრგუნველიცაა - თავს უფლებას აძლევ,
ცოტა ხნით სრულ წყვდიადს შეერწყა, გულის ძგერას არეგულირებ, მერე თვალებს ახელ... მისთვის რამხელა მნიშვნელობის ამბავი მოხდა, დაბრუნდა გუნდში, სადაც ასე უნდოდა და იყო ასე ახლოს გატანასთან. მეორე მხრივ, ამ ამბავს როგორც თითქმის ჩვეულებრივ სპორტულ ისტორიას, ასე უნდა შევხედოთ..

რაც შეეხება მატჩს, ლიონელთა მეტოქემ ისეთი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა, ზუსტად რომ იციან, კონკრეტულ მეტოქესთან წარმატებას როგორ მიაღწიონ და მასზე ბევრად ძლიერი გამოჩდნენ, იმის მიუხედავად, რომ რეალური ძალთა გადანაწილება ასე არაა.

Sportall.Ge

ჩვენებურის გუნდის რიგებში ბევრი სიახლე არ ყოფილა, ამის მიუხედავად, რჩებოდა განცდა, შეთამაშების პრობლემა არსებობდა, რადგან მოწინააღმდეგის კართან მიახლოებულებს, ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება უჭირდათ. არის გარკვეული დრო, რაც მიქაუტაძეს აკლიმატიზაციისთვის მნიშვნელოვანია, რათა თავი გუნდის სრულფასოვან წევრად იგრძნოს და ის ყველაზე დაბალი შეფასება, რაც ამ მატჩში ჰქონდა, უმაღლესით შეიცვლება!..

წმინდა საფეხბურთო ასპექტებს რომ შევეხოთ, სადღაც შფოთავდნენ, "ჟორჟი" ევროს შემდეგ ეგოისტი გამხდარაო. რაც კი მიქაუტაძის თამაშს ვუყურებთ, მათ შორის ნაკრებში, "ცხრიანი" ყოველთვის კარზე ორიენტირებული იყო და როგორც კი შესაბამისი მომენტი ჩაუვარდებოდა, კარში ურტყამდა. ასე რომ, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ქართველი ბურთს მხოლოდ საჯარიმოში არ ელოდება და მის მოსაპობელადა და გადასანაწილებლად ბევრს მუშაობს. თუკი ახლა შესაბამისი ინტენსივობა არ იყო და ზოგჯერ უფრო მარტივად მოქმედებაც შეეძლო, ეგ ზუსტად შეთამაშებამა და ნდობამ უნდა მოიტანოს. ახლა უკვე ლაკაზეტიც დაბრუნდება და მათი ერთად თამაში რამდენად მოხერხდება, მწვრთნელზე იქნება დამოკიდებული. რაც შეეხება თერთმეტმეტრიანის შესრულებას, ფეხბურთი ამიტომაცაა საინტერესო, ასეთი რაღაცებიც მოხდეს. ქართველმა ფორვარდმა ხომ ძალიან დამაჯერებელ პენალტისტობას შეგვაჩვია, მაგრამ...

მომდევნო მატჩი "მონაკოსთანაა", გუნდთან, რომელიც ამ ეტაპზე "ლიონზე" საკმაოდ ძლიერია და რომელსაც ცოტა ხნის წინ გიორგიმ უარი უთხრა. მიქაუტაძე, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის პერიოდში პიროვნულადაც მოგვხიბლა, ყველაფერს დაძლევს და ამას მალე დავინახავთ!..

altმიქაუტაძემ პენალტი ვერ გაიტანა - "ლიონი" "რენთან" დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 19 /
არ არის ასე, პირველივე შეხვედრაში ფეხბურთელმა ახალ გუნდში ვარსკვლავები მოწყვიტოს. აცალეთ 4-5 თამაში და გაიხსნება.
ჟორა გაბრიჭიძე
14:25 21-08-2024
0
მიქო უბერავს
დობე
13:18 21-08-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული