ნებადართული ნადირობა კვარაცხელიაზე - როგორია მისი მდგომარეობა?

AutoSharing Option
სერი A-ს პირველ ტურში „ვერონას“ ფეხბურთელები თავიდანვე ძალიან ეუხეშებოდნენ „ნაპოლის“ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას. ჯერ პაველ დავიდოვიჩი უკნიდან შეეჯახა და წააქცია, რასაც მსაჯმა ყურადღება არ მიაქცია. შემდეგ „კვარა“ ჯექსონ ტშატშუამ მოცელა და ყვითელი ბარათი მიიღო. პირველი ტაიმის ბოლოს კი კვარაცხელიას გამოუყენებელი მომენტის მერე დავიდოვიჩი განზრახ შეეჯახა და შესაცვლელი გახდა. ერთი სიტყვით, ქართველზე ნადირობამ შედეგი გამოიღო.

ნეაპოლური კლუბის სამედიცინო სამსახურის ცნობით, ხვიჩას პრობლემა შეექმნა და კუნთიც დაეჭიმა, თუმცა საგანგაშო არაფერია. ის, სავარაუდოდ, 25 აგვისტოს „ბოლონიასთან“ თამაშს შეძლებს. ერთია ოღონდ სათქმელი - ეს
კვარაცხელიას მიმართ მიზანმიმართული უხეშობაა და მსაჯებს მისი დაცვა მართებთ.

altხვიჩა მწყობრიდან გამოიყვანეს - "ნაპოლიმ" სერია A საშინელი მარცხით დაიწყო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
მოდით სიმართლეს თვალი გაუსწოროთ ნაპოლი სოფლის გუნდია გინდა იყოს კვარაცხელია გინდა არა. იტალიური მთავრობა არ გეგმავს ამორტიზაციას ნაპოლის სტადიონის? დროა უკვე. ამათ კი კარგი ხანი ელოდება ყანა.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
23:45 18-08-2024
17
უნდა აეღო რა ხვიჩას 7 ნომერი, სეტანტასეტე არა იხვი, ან მიქაუტაძის სახლის ნომერი 68 რა უბედურებაა.
ეეე
23:34 18-08-2024
15

სიახლეები პოპულარული