მთელი "ლიონი" ტრანსფერზე - შეიძლება მიქაუტაძეც გაყიდონ

AutoSharing Option
"ეკიპის" ცნობით, "ლიონმა" ფეარ პლეის დასაცავად 31 აგვისტომდე 100 მილიონი ევროს ოდენობის თანხა უნდა გამოიმუშავოს, სახელფასო განაკვეთი შეამციროს და ამიტომ ყველა ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა.

წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბს DNCG-ისგან (ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია საფრანგეთში პროფესიული ასოციაციული საფეხბურთო კლუბების ანგარიშების მონიტორინგსა და ზედამხედველობაზე) ფინანსური სანქციები არ ასცდება.

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "ლიონმა" ჯეკ ო'ბრაიენისა (ევერტონი) და სკელი ალვეროს (ვერდერი) გაყიდვის შედეგად 25 მილიონი მიიღო, სხვა ფეხბურთელების გასხვისებაც მოუწევს და არავინაა ხელშეუხებელი.

შეგახსენებთ, "ოლიმპიკმა" ახლახან გიორგი მიქაუტაძე "მეცისგან" 18.5 მილიონ ევროდ შეიძინა.

მკითხველის კომენტარები / 28 /
რას პროფესორობთ ან სტატიის ავტორი და ან კომენტარების. ტრანსფერზე დააყენა მათ შორის ახალშეძენილები ხომ? არ იცოდა რომ წესს არღვევდა? ან რას მიადექით მიქაუტაძეს - წავიდა თავისი ბავშვობის გუნდშიდა არა საეჭვო მონაკოში, რომელსაც რუსი ოლიგარქი ფულის გასათეთრებლად იყენებს. სხვა გუნდი გიოს არ იწვევდა მო აკოს გარდა და არჩია მშობლიური ქალაქი და გუნდი - რა არის ამაში დასაძრახი. აიაქსის ტრანსფერს კი მას ნუ დავაბრალებთ - თვითონ გუნდში იყო დიდი გაუგებრობა.
0
არ ყოფილა საშველი და ეგაა.წინსვლა უნდა ამ ბიჭს,უფრო მაღალი დონის გუნდში უნდა, ვიდრე იყო,მაგრამ არ უმართლებს აშკარად და რა გინდა ქნა???მონაკოს ლიონი როგორ უნდა ამჯობინო დღევანდელ რეალობაში???შეცდომა იყო ეგ.
მირო
02:15 23-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული