ჯუღელი ნეაპოლში ჩაფრინდა - დასწრება მატჩზე და დასკვნითი მოლაპარაკება შვებულებიდან დაბრუნებულ დე ლაურენტისთან

AutoSharing Option
Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი ნეაპოლში ჩაფრინდა, სადაც დღეს "პარტენოპეისა" და "ბოლონიას" შორის სერია A-ს მე-2 ტურის შეხვედრას დაესწრება.

წყაროს ცნობით, "მარადონაზე" იქნება გუნდის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისიც, რომელიც შვებულებიდან დაბრუნდა.

ჯუღელი და დე ლაურენტისი მატჩის მერე ერთმანეთს შეხვდებიან და კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგლძრივებაზე ერთ-ერთ დასკვნით მოლაპარაკებას გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლისა" და "ბოლონიას" დაპირისპირება თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 16 /
იღბლიანს?-ქართველი ხართ ხომ,ჩვენც ქართველები ვართ,ხვიჩაც ქართველია მის გარემოში დაშვებული შეცდომები,ცუდი მენეჯმენტი,არაპროფესიონალიზმი,მსოფლიოში აღიქმება როგორც ქართველთა უცოდინარობა.ტალახაძე მსოფიოში უძლიერესი ადამიანია,მის და მწვრთნელების დამსახურებაა უეჭველად,მაგრამ მსოფლიო გვაქებს ქართველებს,საქმის მცოდნენიაო,ჭკვიანებიაო,თქვენ კი მონურ შეხედულებებს"აბრახუნებთ"-დაეგდეთ და უყურეთო ტელევიზორში თუ სხვაგან...თქვენი საქმე არ არსო,უთქვენოდ გადაწყვეტენო.მეტს კი არაფერს ამბობდენ დამონებული ვითომ დიდი მარიონეტი ქართველები,თბილ თბილ ადგილებზე მოკალათებულები,სხვის მიერ გადმოგდებულ ძვალს,რომ ღრღნიდნენ,ხალხო ჩუმად იყავით,თქვენს ბედს სესერეკას მამამარჩენლები გადაწყვეტავენო,ეგრე არაა საჯაროობა ყველა ქართველის საქმეა ცუდის დანახვის ერთობლივივი გამოსწორებით და კარგის დანახვის ერთობლივად გაძლიერებით.....
დიდი ბრიტანეთი მ.ზ.
19:03 25-08-2024
1
ჩემი აზრით ჯუღელი ძაან დაბალი დონეაა სოფლელია უკვირს ყველაფერი და გონია თავი მეფე სინამდვილეში პაიკიაა..
simartle
18:30 25-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული