ზივზივაძემ გაიტანა და "კარლსრუეს" გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მეორე ბუნდესლიგის მეოთხე ტურში „კარლსრუემ“ გასვლაზე „აინტრახტი“ 2:1 დაამარცხა.

მასპინძელთა გუნდი პირველ ტაიმში უკეთ გამოიყურებოდა, დაწინაურდა და კიდევ ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენა. სტუმრებს ანგარიშის გათანაბრება კომპენსირებულ დროში შეეძლოთ, როდესაც ზივზივაძის დარტყმული ბურთი მეკარე გრილმა მოიგერია.

მეორე ტაიმში „კარლსრუემ“ შეუტია, ვანიტცეკის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, შეცვლაზე შესულმა ჰუნციკერმა კი თავურით თანაფარდობა აღადგინა. შემდეგ კარგი შანსი მიეცა „აინტრახტის“ თავდამსხმელ საბოს, რომელმაც სამიოდ მეტრიდან ვერ უწია მიზანს. 87-ე წუთზე კი ზივზივაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა. ეს მიმდინარე ჩემპიონატზე მისი
მეოთხე გოლია.

ქართველმა ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა: whoscored. 8.0, flashscore 7.7, sofascore 7.6.

„კარლსრუე“ 10 ქულა აქვს, „ფორტუნასთან“ ერთად ლიდერია და 13 სექტემბერს „შალკეს“ უმასპინძლებს.

ბრაუნშვაიგი. „აინტრახტ-შტადიონი“
აინტრახტი - კარლსრუე 1:2
გოლები: 1:0 კიოლერი (14), 1:1 ჰუნციკერი (73), 1:2 ზივზივაძე (87)

altბუდუს ტრანსფერი ჩაიშალა - მიზეზს რუმინული გამოცემა განმარტავს

მკითხველის კომენტარები / 10 /
ბუდუმ კაკოსაც (ლუ კაკო) გადაუჯოკრა!
გია_544
20:57 01-09-2024
2
ბუდუ შე მაგარო! აბა შენ იცი,
7-შიც გვჭირდება შენი გოლ(ებ)ი.
ქობულეთიდან
20:28 01-09-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული