"მისი შეჩერება იარაღითაც შეუძლებელია" - გვარდიოლამ ჰოლანზე ისაუბრა

AutoSharing Option
პრემიერლიგის მესამე ტურში "მანჩესტერ სიტიმ" ვესთ ჰემი" ერლინ ჰოლანის ჰეთ თრიქით 3:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ "ქალაქელების" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებთან ნორვეგიელი ფორვარდის შესახებ ისაუბრა.

"ჰოლანს დიდი პროგრესი აქვს, ყველა ასპექტში უკეთ გამოიყურება, ვიდრე გასულ სეზონში. ყოველი ვარჯიშის შემდეგ 20-30 წუთით რჩება და ზოგიერთი ასპექტის გასაუმჯობესებლად მუშაობას აგრძელებს.

ის შეუჩერებელია, მისი თამაშიდან გათიშვა არცერთ მცველს არ შეუძლია, მისი შეჩერება იარაღითაც შეუძლებელია. 

ერლინს გოლები ყოველთვის გააქვს, მეკარესთან პირისპირ არასდროს ცდება. ბურთი საერთოდ არ დაუკარგავს, დაცვასაც დაეხმარა და უბურთოდაც შესანიშნავად გამოიყურებოდა", -
ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს The Guardian-ი.

შეგახსენებთ, ჰოლანმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 3 მატჩში 7 გოლის გატანა მოახერხა.

alt"და მესი?!" - რა უპასხა გვარდიოლამ ჰოლანდზე დასმულ შეკითხვას [VIDEO]

alt"ამ მომენტში პრემიერლიგის მოგების მოტივაცია საერთოდ არ გამაჩნია" - გვარდიოლა

altსილვა: გვარდიოლამ მითხრა, რომ პენალტებს აღარ შევასრულებ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული