ეშველა ოსიმენს, ეშველა დე ლაურენტისს - ვიქტორის ტრანსფერი მალე განხორციელდება

AutoSharing Option
SKY-ს სატრანსფერო ექსპერტი ჯანლუკა დი მარციო ირწმუნება, რომ "ნაპოლის" თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი უგუნდოდ არ დარჩება და "გალათასარაიში" გადავა.

დი მარციოს მტკიცებით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი "გალათასარაის" შეთავაზებულ პირობებზე დათანხმდა, მხარეები ბოლო დეტალებს აზუსტებენ და ოსიმენი სტამბოლში მალე გადაბარგდება.

ნიგერიელი იჯარის წესით, გამოსყიდვის უფლების გარეშე გადავა და ხელფასს, 11 მილიონ ევროს, სრულად "გალათასარაი" გადაუხდის. თურქეთში სატრანსფერო ფანჯარა 13 სექტემბრამდე გრძელდება და სტამბოლური გუნდი ვიქტორის დამატებას თავისუფლად მოასწრებს.

"გალათასარაი" 3-5-2 ტაქტიკით ითამაშებს, ოსიმენი კი შეტევაში მაურო იკარდისთან ერთად გაირჯება, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია და
დაახლოებით ერთ თვეში ჩადგება მწყობრში.

ოსიმენის ამბავი "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ დაადასტურა, ოღონდ ვიდრე გაუშვებენ, ფეხბურთელისგან კონტრაქტის 2027 წლის ზაფხულამდე გაგრძელებას მოითხოვენ.

მკითხველის კომენტარები / 21 /
არაფერიც არ მოგვარდა, პრობლემა გადაიდო. კრეტინებო, ფეხბურთელის ფასი იმით კი არ განისაზღვრება რამდენს აფასებენ, იმით თუ როგორ თამაშობს
ჟორა გაბრიჭიძე
11:28 03-09-2024
2
რა გაახურეთ საქმე ამ ფეხბურთელების ხელფასებზე? 10 მილიონი,5 მილიონი....მაგდენს ღარიბაშვილი და კალიაძე კვირაში შოულობენ და მერე რა?
ჟორა
10:17 03-09-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული