ქოჩორაშვილის გოლი და საგოლე გადაცემა - "ლევანტემ" გაიმარჯვა და გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სეგუნდა დივიზიონის მეშვიდე ტურში „ლევანტემ“ საკუთარ მოედანზე „ალმერია“ 4:2 დაამარცხა.

მასპინძლები თავიდან 2:0 დაწინაურდნენ, თუმცა სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს. მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი ქოჩორაშვილმა გოლი გაიტანა და „ლევანტე“ წინ გაიყვანა, შემდეგ კი მან საგოლე პასი კარლოს ალვარესს გაუკეთა.

ქოჩორაშვილი 85-ე წუთზე შეცვალეს. მისი თამაში sofascore-მ 8.3 ქულით შეაფასა, ხოლო flashscore-მ 8.2 ქულით.

„ლევანტე“ ამ მომენტისთვის 14 ქულით ლიდერია და 6 ოქტომბერს „ოვიედოს“ მიიღებს.

ვალენსია. „სიუდადი“
ლევანტე - ალმერია 4:2
გოლები: 1:0 ბრუგუი (2), 2:0 მორალესი (15),
2:1 არიბასი (17), 2:2 არიბასი (45+2), 3:2 ქოჩორაშვილი (51), 4:2 ალვარესი (74)

altქოჩორაშვილის "ლევანტე" "სარაგოსასთან" დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 14 /
ქოჩორ! გოლის ეს სულელური აღნიშვნა შეცვალე, უბრალოდ არ გიხდება!
გიგა
11:33 30-09-2024
11
აი რას ნიშნავს როცა ფეხბურთელი პოლიტიკაში ცხვირს არ ყოფს და მოედანზე აკეთებს თავის გასაკეთებელს,,ქოჩორას პროგრესი სასწაულია პირდაპირ ვინაიდან მას 2-3-წლის წინ არავინ იცნობდა არც აქ და არც იქ მეოთხე ლიგაში ყავდა განათხოვრებული ლევანტეს თუმცა ქოჩორამ სხვებისგან განსხვავებით ტელევიზიით კიარ დაიწყო კაჩაობა ამიხსენით ბიჭო ნაკრებში რატო არ მეძახითო ან ევროს დროს პოლიტიკური განცხადებების კეთება კიარ დაიწყო მოედანზე ვარჯიშში ჩადო სული და გული და დღეს იმკის იმ შრომას რაც გასწია დღემდე,,ასეა ფეხბურთელს მხოლოდ ნიჭი კიარა ცოტა ტვინიც უნდა ქონდეს, საიმისო მაინც რომ განსაზღვროს მისთვის როგორი მოქცევა აჯობებს, დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ თუმცა ისედაც ყველა მიხვდება ვისზეც ვსაუბრობ
gel-100
08:48 30-09-2024
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული