"მორიგი წარუმატებელი მცდელობა" - იტალიური გამოცემა "კვარასა" და "ნაპოლის" მოლაპარაკებებზე წერს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას და "ნაპოლის" შორის ახალი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

იტალიური გამოცემა Il Mattino-ს ცნობით, "კვარას" აგენტის მამუკა ჯუღელისა და "პარტენოპეის" მესვეურების შეხვედრა ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართა, სადაც მხარეებმა ხელშეკრულების გახანგრძლივების საკითხი განიხილეს, თუმცა შეთანხმების მიღწევა კვლავ ვერ მოხერხდა.

წყაროს ცნობით, "ნაპოლი" ხვიჩას კონტრაქტის 2029 წლამდე გაგრძელებას სთავაზობს, მაგრამ გარემარბის აგენტი ფეხბურთელისთვის ჯერ ანაზღაურების გაზრდას ითხოვს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მოლაპარაკებები სანაკრებო პაუზის შემდეგ გაგრძელდება და შეთანხმების მიღწევის შანსი ძალიან მაღალია.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება.

alt"ჩვენთან კონტრაქტი

კიდევ 3 წლით აკავშირებს, ამიტომ არსად გვეჩქარება..." - "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

altხვიჩა კვარაცხელიამ მიმართვა გაავრცელა: ჩვენი ქვეყანა კიდევ უამრავ სიხარულს იმსახურებს

alt5 მილიონი ევრო და ბონუსები - "ნაპოლის" საბოლოო შეთავაზება ხვიჩა კვარაცხელიას

მკითხველის კომენტარები / 8 /
ჯანდაბას მასე იყოს 7 ზე შევთანხმდეთ
skaro
22:48 02-10-2024
2
ჯუღელი ახლა იმას მოითხოვს,რაც დე ლაურენტისს,ჯერ კიდევ გასული წლის ზამთრის არდადეგებზე უნდა გაეკეთებინა.დე ლაურენტისმა ახლა იცის,რომ მოუმატებს თუ არა,ხვიჩა მაინც უარს იტყვის კონტრაქტის გაგრძელებაზე.ამიტომ წელავს დროს და არ ეთანხმება მოთხოვნას.ხვიჩამაც მწარე გამოცდილება მიიღო და თავისუფლების მოპოვების ვადას,აღარ გადასწევს.ასე რომ აქ კარგი და ორივე მხარისათვის მისაღები შედეგის მიღება,უკვე შეუძლებელია.მომავალ ზაფხულში,ალბათ ხვიჩა გაყიდვას მოითხოვს და ზაფხულში თუ არა,ზამთრის ფანჯარაში მაინც,დე ლაურენტისი იძულებული გახდება,გაყიდვაზე დათანხმდეს.ასე თუ არ გააკეთებს,ხვიჩა ელემენტარულად აჯანყდება.ახლა თუ გუნდის ლიდერად გვევლინება,აჯანყებულ ლიდერს,გუნდში აფეთქების მოწყობაც შეუძლია და სულ არ არის აუცილებელი,საამისოდ რაიმე მოიმოქმედოს.დე ლაურენტისის დამოკიდებულება მის მიმართ,თვითონვე გამოიწვევს გუნდის წიაღში ტემპერატურის აწევას.დე ლაურენტისმა ერთხელ უკვე იგემა გუნდში არევდარევის შედეგები და საეჭვოა,გამეორება კვლავ დაუშვას.ისიც იცის,რომ არც კონტე დაჰყვება მის ოფოფებს,მაგრამ კონტეს ავტორიტეტიც ვერ შეინარჩუნებს ორი სეზონის განმავლობაში გუნდის სტაბილურად კარგ განწყობას,უკმაყოფილო ფეხბურთელების ფონზე.ასე რომ ხვიჩას გაშვება მოუწევს და მანამდე,შეეცდება,გუნდის ლიდერად სხვა ფეხბურთელი(ჩემი აზრით,მაკ ტომინეის უკეთესი შანსები აქვს) გამოზარდოს.ამ შემთხვევაში,ხვიჩას გაყიდვაც შედარებით უმტკივნეულო გახდება,ნაპოლისათვის.
სოსო
21:20 02-10-2024
0

სიახლეები პოპულარული