იური სიომინი: ხვიჩა კიდევ უფრო უკეთ თამაშობს და პატივისცემას იმსახურებს

AutoSharing Option
ცნობილი რუსი მწვრთნელი იური სიომინი ხვიჩა კვარაცხელიას სექტემბერში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებას გამოეხმაურა.

"ძალიან ძნელია იტალიური პრესისგან აღიარების მოპოვება. ამისათვის სხვებზე მთელი თავით მაღლა უნდა იდგე. ყველა ფიქრობდა, რომ პირველი სეზონი ასე შესანიშნავად ემოციების ხარჯზე ჩაატარა, მეორე სეზონში უკვე ცოტა ადამიანი იყო, ვინც მიიჩნევდა, რომ იმავე დონეზე ითამაშებდა. ის კი იმაზე უკეთ თამაშობს, ვიდრე გასულ წელს.

ეს მის სტაბილურობაზე, ოსტატობაზე და ცივსისხლიანობაზე მეტყველებს. "ნაპოლი" რთული კლუბია, რადგან ხშირად იცვლებიან მწვრთნელები, მაგრამ ხვიჩამ გაუძლო, წინ მიიწევს - პატივისცემას და შექებას
იმსახურებს. ვულოცავ.

ბურთის დაკარგვის შემდეგ უფრო მეტი ყურადღება დაუთმო თავდაცვით მოქმედებებს. როგორც ჩანს, ისევე როგორც სხვა ფეხბურთელების, ეს მის მოვალეობებში შედის. ხვიჩა სწრაფად ჩადის უკან და სწრაფად ერთვება ორთაბრძოლებში. მძიმე შეჯახებების შემდეგ ნაკლებ პაუზას აკეთებს და ნაკლებად სთხოვს ექიმებს მოედანზე მის დასახმარებლად შესვლას. ჩვენ ამას პრაქტიკულად ვერ ვხედავთ. უფრო მყარი მოთამაშე გახდა", - ციტირებს სიომინს "სპორტ-ექსპრესი".

მკითხველის კომენტარები / 8 /
ეეჰ, ნეტავი ბევრნი იყვნენ ასეთი რუსები...
სიმართლე
21:14 11-10-2024
2
კარგი კაცია სიომინი და პროფესიონალი მწვრთნელიც არის!
ტოტო
20:35 11-10-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული