"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ რადიო Kiss Kiss -სთან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:
„პროექტის უზრუნველსაყოფად ხელფასების პრობლემა უნდა მოგვარდეს. ეს უკანასკნელი გადასალახავი დაბრკოლებაა. გასამრჯელოების დადგენილი ზღვარი გადასახედია. ჩემი აზრით, კვარაცხელიასთან კონტრაქტის განახლება აუცილებელია. ამისათვის საჭირო გახდება ახალ ხელშეკრულებაში მისი დაბალ ფასად გამოსყიდვის პუნქტის შეტანა, აგრეთვე იმდენივე უნდა გამოიმუშავოს, რამდენსაც ლუკაკუ იღებს. ასეთ შემთხვევაში აგენტი მოთხოვნილი 10 მილიონი ევროს ნაცვლად 6 მილიონზე დათანხმდება. ადრე თუ გვიან „კვარა“ წავა, ახლა თუ არა, ერთი წლის შემდეგ“.