"ნერეშის ტრანსფერი შესაძლოა, მის წასვლას ნიშნავდეს... "კვარას" ამ გუნდში ვხედავ" - იტალიელი სატრანსფერო ექსპერტი ხვიჩას მომავალზე საუბრობს

AutoSharing Option
იტალიელმა სატრანსფერო ექსპერტმა ხერარდო ფასანომ Areanapoli-სთან ინტერვიუში სხვადასხვა თემის მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

ფასანოს თქმით, არაა გამორიცხული, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ნაპოლიმ" კვარაცხელია გაყიდოს.

"დარჩება თუ არა "კვარა" "ნაპოლიში"? თითქოს, "პარტენოპეი" წინასწარ ემზადება, მათ "ბენფიკადან" დავიდ ნერეში შეიძინეს, იქამდე კი კიეზას ტრანსფერზე მუშაობდნენ. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ბრაზილიელი მომდევნო სეზონში ქართველის შემცვლელის როლს მოირგებს. კონტემ გადაწყვიტა, რომ დავიდი ორივე ფლანგზე გამოიყენოს. ამ მომენტისთვის ნერეში კარის ხაზის წინ კვარაცხელიაზე გადამწყვეტია, თუმცა ანტონიოს რომ ხვიჩა სკამზე დაესვა, ეს დიდ სკანდალს
გამოიწვევდა და მედია კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებების გაჭიანურებას დააბრალებდა.

სად შეიძლება ვიხილოთ კვარაცხელია? "რეალს" ვიტყოდი. ის და როდრიგო ერთმანეთის კონკურენტები იქნებოდნენ", - განაცხადა ფასანომ.

შეგახსენებთ, ხვიჩას "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება.

altსერგეი რებროვი: კვარაცხელიას უკან დახევა უწევდა - რატომ ვიკამათე მეორე ტაიმში ქართველებთან?

altმიზანი კვარაცხელიასთვის ხელფასის მომატება თუ სხვა კლუბში გადაყვანაა - რა წერია ფიფას რეგლამენტში?

მკითხველის კომენტარები / 2 /
ხვიჩა კვარაცხელია არის ჩვენი ქვეყნის საუკეთესო სახე და სიმბოლო. გამარჯვებები მას და მადლობა, რო ქართველები ფეხბურთისკენ შემოაბრუნა, ყველა ქართველ ფეხბურთელს მოტივაცია აუმაღლა და საერთაშორისო არენაზე ფასი შესძინა. წარმატებები და ყველა წინაღობის დაძლევა მას და მის ოჯახს.
2
დისლაიქზე დამეჭირა. ნაპოლის თამაშებს და ეხლა უოტერფორდის თამაშებს ისე ველოდები, როგორც 70-80-იანების დინამოს თამაშებს ველოდებოდი. მჯერა, რომ ამათ სენტ-ეტიენი და ქოჩორას მომავალი ლალიგის გუნდი დაემატება. პლიუს თავისთავად ლივერპული, რომელსაც ისედაც ბავშვობიდან ვგულშემატკივრობდი. და იმედი მაქვს კიდევ არაერთი იქნება.
ხვიჩაააააააააა
21:59 16-10-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული