რატომ არ ითამაშა კიტეიშვილმა? - ავსტრიულმა გამოცემამ განმარტა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „შტურმი“ სახლში „სპორტინგთან“ 0:2 დამარცხდა, ქულის გარეშეა და მომდევნო შეხვედრას ტურნირზე 6 ნოემბერს, დორტმუნდში „ბორუსიასთან“ ჩაატარებს. გრაცული გუნდის განაცხადში იყო ოთარ კიტეიშვილი, მაგრამ არ უთამაშია.

ავსტრიული მედია წერს, რომ ქართველი პლეიმეიკერის გარეშე თამაში გაუჭირდათ და წაგება ლოგიკური გახლდათ. Krone-ს ცნობით, 19 ოქტომბერს „გრაცერთან“ მოგებულ მატჩში (5:2), როდესაც კიტეიშვილმა დუბლი შეასრულა და 84-ე წუთზე შეცვალეს, კოჭ-წვივის კუნთის ტრავმა მიიღო და მწვრთნელი კრისტიან ილცერი იძულებული გახდა ლისაბონურ გუნდთან შეხვედრაში სასტარტოში მის ნაცვლად ტომი ხორვატი დაეყენებინა.

თუმცა, რადგან ოთარი
განაცხადში იყო, სავარაუდოდ, სერიოზულად არ დაშავებულა და 27 ოქტომბერს, ავსტრიის ბუნდესლიგის მეთერთმეტე ტურში, ლინცში „ლასკთან“ დაპირისპირებაში მონაწილეობას მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 37 /
უბრალოდ გადაიღალა, პარტიულ კლიპში მონაწილეობას დიდი ენერგია მიაქვს ...
დაღლილი
10:24 23-10-2024
43
აბა, ანთხიეთ ბოღმის მორიგი ნიაღვარი.
თუ, გუშინ ამოანთხიეთ, რაც მარაგები გქონდათ?
ჯეჯე
09:58 23-10-2024
19
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული